საშობაო მუსიკა ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს

საშობაო მუსიკა ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს

როგორც ჩანს, გრინჩები ყველგან არიან ჩასაფრებული. ახალი კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ სადღესასწაულო მუსიკის დიდი დოზით მოსმენა ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს.

საშობაო სიმღერები არ გვაძლევს საშუალებას, ვფოკუსირდეთ სხვა საქმეზე და გონებაში მუდმივად ნაძვის ხეები, სანტა-კლაუსი, საჩუქრები და გემრიელი სასუსნავები გვიტრიალებს.

ფსიქოლოგ ლინდა ბლერის განცხადებით, სიმღერას Santa Claus is coming to town თუ გადაბმულად რამდენჯერმე მოვუსმენთ, ნეგატიური გავლენა ექნება გონებაზე.

”ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ, რომ არ უსმინოთ იმას, რაც გესმით და სხვა რამეზე სცადოთ ფიქრი,” - ამბობს ბლერი და აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ამ ფაქტორის მსხვერპლი მაღაზიის გამყიდველები არიან, რომლებსაც შობა-ახალი წლის პერიოდში მუდმივად უხდებათ ერთი და იმავე მელოდიების მოსმენა.

თუმცა, თუ სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში შესულ მომხმარებლებს საშობაო მუსიკა, ან - სადღესასწაულო სურნელი დახვდებათ, მათ ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს და ბედნიერების განცდა ეუფლებათ. ისინი მზად არიან, მეტი თანხა დახარჯონ.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს