მამუკა ჩარკვიანი მამის დაკრძალვაზე - ემოციური ფოტოები მთაწმინდიდან

მამუკა ჩარკვიანი მამის დაკრძალვაზე - ემოციური ფოტოები მთაწმინდიდან

ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდაზე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს. სამების ტაძარში პოეტის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობდა. პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, საზოგადო მოღვაწეები, ცნობილი პირები ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახის წევრებს უსამძიმრებდნენ და მწუხარებას გამოთქვამდნენ პოეტის გარდაცვალების გამო.

ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალეს. ცერემონიას ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, კულტურის მინისტრი, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ.

ჯანსუღ ჩარკვიანი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანსულ ჩარკვიანს სიცოცხლის განმავლობაში მინიჭებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

წაიკითხეთ ასევე: ინციდენტი მთაწმინდაზე - ვინ გააპროტესტა პანთეონში ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვა

"ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. სისულელეა, რომ არ არსებობს" - თაკო ჩარკვიანი მის მდგომარეობასა და ინფიცირების შესაძლო წყაროზე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა არის მზარდი, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, თუმცა კონტროლირებადი

"ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იბნევა, როცა ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ღვთისაგანაა"