ფინანსთა მინისტრის პოსტზე, დიმიტრი ქუმსიშვილის შემცვლელად ორი კანდიდატი განიხილება

 ფინანსთა მინისტრის პოსტზე, დიმიტრი ქუმსიშვილის შემცვლელად ორი კანდიდატი განიხილება

არსებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის და დიმიტრი ქუმსიშვილის მოქმედი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, კულუარული ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს უხელმძღვანელებს, რომელთა გაერთიანების თაობაზეც მთავრობაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

არსებული ცნობით, დაგეგმილია ასევე, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებაც, რომლის ხელმძღვანელი კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება.

სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. შს მინისტრის პორტფელს, არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ჩაიბარებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."