ვინ განიხილება ჯეჯელავას შემცვლელად განათლების მინისტრის პოსტზე - მთავრობაში კონსულტაციები მიმდინარეობს

ვინ განიხილება ჯეჯელავას შემცვლელად განათლების მინისტრის პოსტზე - მთავრობაში კონსულტაციები მიმდინარეობს

არსებული ინფორმაციით, განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას შემცვლელის თაობაზე მთავრობაში გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

არაოფიციალური ცნობით, კონსულტაციები აღნიშნულთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, განათლების მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორისაც ერთ-ერთი განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშია, თუმცა ჯაშის მთავრობაში შესაძლო გადანაცვლების შესახებ ინფორმაციას პარლამენტში არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ცნობით, მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები განხორციელდება, მათ შორის თანამდებობას დატოვებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ: მოკლედ - რომელი მინისტრები ტოვებენ კაბინეტს და რომელი სამინისტროები უქმდება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."