პრემიერმა შს მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა

 პრემიერმა შს მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა

ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტის ხაზგასასმელად მინისტრი ამავდროულად დაიკავებს ვიცე–პრემიერის პოსტს. გიორგი გახარია სწორედ მენეჯერული თვისებების გამო არის ამ პოსტზე შერჩეული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, როგორც პრემიერმა განაცხადა, კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭო და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ერთ უწყებად ჩამოყალიბდება და გიორგი მღებრიშვილი სწორედ ამ უწყებას უხელმძღვანელებს.

წაიკითხეთ: პრემიერის ბრიფინგი სამთავრობო ცვლილებებზე - ოფიციალურად, ვინ ტოვებს მინისტრის პოსტს და ვინ მოდის სამთავრობო გუნდში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."