გოგონამ შეყვარებულის თხოვნით 107 კგ მოიმატა

გოგონამ შეყვარებულის თხოვნით 107 კგ მოიმატა

18 წლის ასაკში დიდ ბრიტანეთში მცხოვრები კრისტი მაუნსეი 222 კგ-ს იწონიდა და სახლიდან გასვლა არ შეეძლო. გოგონამ წონაში მატების გადაწყვეტილება მეგობარი ბიჭის, ალექსის თხოვნის შემდეგ მიიღო.

კრისტი დღეში 10 ათას კალორიას იღებდა, "მაკდონალდსის" ოთხი ორმაგი ჩიზბურგერი მისთვის საჭმლის ერთი პორცია იყო.

2012 წელს გოგონას უკვე უჭირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, სიარულის დროს სუნთქვის უკმარისობა აწუხებდა და თვითმკვლელობის სურვილი გაუჩნდა.

ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნით 2014 წელს გოგონამ ბარიატიული ოპერაცია გაიკეთა. პირველი 6 თვის მანძილზე კრისტიმ 50 კგ დაიკლო და საკუთარი თავის რწმენა კვლავ გაუჩნდა.

ახლა გოგონა 95 კგ-ს იწონის და სამოსის ზომა 36-დან 16-მდე შეუმცირდა.

კრისტი ამბობს, რომ ყოველთვის ჰქონდა ზედმეტი წონა, რის გამოც ბულინგის მსხვერპლი იყო სკოლაში.

ყოფილი მეგობარი ბიჭი ონლაინ გაიცნო. ალექსმა უთხრა, რომ დიდი ზომის ქალები მოსწონდა.

"მასზე 10 წლით უმცროსი ვიყავი, თუმცა თავი ძალიან შემაყვარა. არ უნდოდა, წონაში დამეკლო და ვიფიქრე, რომ დადგა დრო, შევშვებოდი საკუთარ სხეულთან ბრძოლას, მეჭამა რაც მინდოდა, რადგან საბოლოოდ ვიპოვე მამაკაცი, რომელსაც ჭარბწონიანიც მოვწონდი. ალექსს უნდოდა, კიდევ მომემატა წონაში, ამიტომ კალორიების დღიური ნორმა ძალიან გავზარდე," - ამბობს კრისტი.

ოპერაციის გაკეთების შემდეგ, როდესაც გოგონამ წონაში კლება დაიწყო, ალექსმა მიატოვა. კრისტი ამბობს, რომ ალექსი მისთვის ყოველთვის ძვირფასი იქნება.

"მას არ ვადანაშაულებ წონაში მატებაში, ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი," - ამბობს მაუნსეი.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს