გულისტკენამ, შესაძლოა, ისეთივე მძიმე შედეგები მოიტანოს, როგორიც ინფარქტმა - ახალი კვლევის შედეგები

გულისტკენამ, შესაძლოა, ისეთივე მძიმე შედეგები მოიტანოს, როგორიც ინფარქტმა - ახალი კვლევის შედეგები

მძიმე ემოციურმა სტრესმა, შესაძლოა, გულის ისეთივე პრობლემები გამოიწვიოს, როგორიც ინფარქტმა, ამის შესახებ ახალ კვლევაშია ნათქვამი.

დიდ ბრიტანეთში ტაკოცუბოს კარდიომიოპათიის, იგივე ”ნატკენი გულის სინდრომის” 3 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევები ცხოვრებისეულმა ტრავმებმა გამოიწვია, უმეტეს შემთხვევაში - ახლობელი ადამიანის გარდაცვალებამ.

წინა კვლევებით მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ სტრესის გამო გულის პრობლემები დროებითი იყო, თუმცა ახლა დადასტურდა, რომ პრობლემა მუდმივია.

British Heart Foundation (BHF)-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ექიმებმა გამოიკვლიეს ტაკოცუბოს კარდიომიოპათიის მქონე 37 პაციენტი, მათ 2 წლის განმავლობაში სხვადასხვა გამოკვლევის მეშვეობით აკვირდებოდნენ.

შედეგად კი დადგინდა, რომ სინდრომი ადამიანს ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება და გულის კუნთები იმდენად დაზიანებულია, რომ განკურნება შეუძლებელია.

"ტაკოცუბო ძალიან მძიმე დაავადებაა, რომელიც ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება, დაემართოს. ვფიქრობდით, რომ სტრესის შემდეგ ეს პრობლემები ადამიანის ორგანიზმისთვის დროებითი იყო, თუმცა გაირკვა, რომ მძიმე შედეგი ცხოვრების ბოლომდე მიჰყვებათ," - აღნიშნა პროფესორმა ჯერემი პირსონმა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს