შემოდგომა ჯადოსნური პერიოდია და ბევრისთვის ახალი ურთიერთობების დაწყების პერსპექტივასთან ასოცირდება.
ეს ყველაზე პოეტური პერიოდია იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის მეორე ნახევარში ევლინება ქვეყანას. ამიტომ შემოდგომით განსაკუთრებით უმართლებთ სასიყვარულო ურთიერთობაში მორიელებს, მშვილდოსნებს, თხის რქებს, სასწორებსა და ქალწულებს. თუმცა, არც სხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების ცხოვრება იქნება მარტივი და მოსაწყენი, კონკრეტულად ამ ნოემბერში.
ვერძს შესაძლოა საყვარელ ადამიანთან ერთად მოკლევადიანი მოგზაურობის შანსი მიეცეს, რომელიც მას დაუვიწყარ წუთებს აჩუქებს.
კუროების უმეტესობას ნოემბრის 18-დან 20-მდე თავისებური "ტესტის" ჩაბარება მოუწევს ფსიქოლოგიურ გამძლეობაზე. დიდია ალბათობა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვისა, რომლის მოგვარებაც თქვენს მოთმინებაზე იქნება დამოკიდებული.
ტყუპის ცხოვრებაში ემოციური "ტაიმაუტი" დგება. სასურველია, ძვირფასო ტყუპო, ცოტა ხნით დაისვენოთ საყვარელი ადამიანის გარემოცვისგან და მარტო ყოფნის საშუალება მისცეთ მას, ეს თქვენს ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს.
კირჩხიბებს ასტროლოგები ღია და გულწრფელ საუბარს ურჩევენ საყვარელ ადამიანებთან. არსებული წყენისა და კონფლიქტების გარკვევაში მშვიდი საუბარი დაგეხმარებათ.
ლომებს ნოემბრის მეორე ნახევარი სასიყვარულო ფრონტზე დაუვიწყარ წუთებს ჰპირდება. შესაძლოა, ნამდვილ მეორე ნახევარსაც კი შეხვდეთ.
ქალწულების უმეტესობას შესაძლოა მოეჩვენოს, რომ საყვარელი ადამიანისგან სითბო და ყურადღება დააკლდა. არადა, პირიქით არის. აჯობებს თავად მოიცალოთ სიყვარულისთვის... განაგრძეთ კითხვა