"ფეისბუქმა" ადამიანების გონება შეცვალა, ამის შესახებ კომპანიის თავდაპირველმა ინვესტორმა როჯერ მაკნეიმიმ განაცხადა. მისი თქმით, სოციალური ქსელი უნდა დაუკავშირდეს ყველას, ვინც ოდესმე "ფეისბუქის" საშუალებით დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა.
მაკნეიმის აზრით, კომპანია ასეთ ინციდენტებთან დაკავშირებით მეტად გახსნილი უნდა იყოს.
"იმ ადამიანების გონება, რომლებიც "ფეისბუქზე" დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდნენ, შეიცვალა. მათ ჯერათ ამბების, რომელიც სინამდვილეში არც კი მომხდარა. მსურს, ყველა მათგანს დაუკავშირდეს "ფეისბუქი", - განაცხადა მაკნეიმმა.
ის, ამასთან, აკრიტიკებს "გუგლსაც", რომელიც რუსი ტროლების სამიზნე გახდა.
"ფეისბუქს" და "გუგლს" აქვთ მონაცემები ყველა ზრდასრულის და ახალგაზრდა ადამიანის. ინფორმაცია პირდაპირ მიდის 2 მილიარდი ადამიანის გონებაში და არ შეგიძლია ამისგან თავის დაცვა," - აღნიშნა მან.
ბიზნესმენის თქმით, არასწორი ინფორმაცია ცვლის ადამიანების დამოკიდებულებას საზოგადოების მიმართ, ერთმანეთის მიმართ.
"ღმერთმა იცის, როგორ იმოქმედებს ჩვენი შვილების გონებაზე," - აღნიშნავს ინვესტორი.