კიევის აეროპორტში საქართველოს 9 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული, რომლებსაც უკრაინიდან სადეპორტაციოდ ამზადებენ - ადვოკატი

კიევის აეროპორტში საქართველოს 9 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული, რომლებსაც უკრაინიდან სადეპორტაციოდ ამზადებენ - ადვოკატი

კიევის აეროპორტში საქართველოს 9 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული, რომლებსაც უკრაინიდან სადეპორტაციოდ ამზადებენ. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტ თამაზ შავშიშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განაცხადა.

იურისტს აეროპორტში სოლომენსკის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლებთან კამათი მოუვიდა. ბოგომაზოვმა მათ განუცხადა, რომ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა მაქსიმ სამარსკიმ მიაწოდა ინფორმაცია, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე საქართველოს 9 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული, რომელთა შორის მისი კლიენტი თამაზ შავშიშვილიც შეიძლება იყოს.

სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ამის შესახებ არაფერი იციან და ადვოკატს გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცეს იმ მოტივით, რომ სარეჟიმო ტერიტორიაა და გადაადგილება შეზღუდულია. ადვოკატმა სამართალდამცველებთან ერთად გადაადგილება მოითხოვა იმაში დასარწმუნებლად, იყო თუ არა დაკავებულებს შორის მისი კლიენტიც, რაზეც ასევე უარი უთხრეს. ერთ-ერთი პოლიციელი დათანხმდა, რომ თავად გადაამოწმებდა. დაბრუნებულმა პოლიციელმა კი ადვოკატს უთხრა, რომ დაკავებულებს შორის შავშიშვილი არ იმყოფებოდა.

მისივე თქმით, სამართალდამცველები უარს ეუბნებიან რაიმე სახის ინფორმაციის მიღებაზე. ადვოკატს ერთ-ერთმა პირმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ქართველები "ეკიპაჟისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ჰყავთ". "უკრაინსკაია პრავდა" ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა, შსს-ში, სასაზღვრო სამსახურსა და პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებული ქართველების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე