უნდა ვიბანაოთ თუ არა ყოველ დღე - რას გვირჩევს დერმატოლოგი

უნდა ვიბანაოთ თუ არა ყოველ დღე - რას გვირჩევს დერმატოლოგი

ადამიანების უმეტესობა შხაპს ყოველ დღე იღებს, მათი დიდი ნაწილი - დღეში ორჯერაც კი. თუმცა, ნაწილი ამტკიცებს, რომ კანისთვის მცირე ოდენობის ჭუჭყი აუცილებელია და ყოველ დღე ბანაობა საჭირო არ არის.

დერმატოლოგი დევიდ ბენკი, ნიუ-იორკში მდებარე დერმატოლოგიის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ბანაობის სიხშირე ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება.

"მაგალითად, თუ თქვენ ფიზიკურად გიხდებათ მუშაობა, ან - ვარჯიშობთ, ცხადია, ბანაობა ყოველდღიურად არის საჭირო," - ამბობს ექიმი.

თუ თქვენ ამ კატეგორიაში არ შედიხართ, შეგიძლიათ, ორ დღეში ერთხელ, ან - კვირაში სამჯერ იბანაოთ.

ბენკი ამბობს, რომ ზედმეტმა შხაბმა შესაძლოა კანის ტენიანობის ბალანსი დაარღვიოს.

"თუ დღეგამოშვებით იბანავებთ, შეინარჩუნებთ კანის ბუნებრივ ცხიმიაონბას და სხეულის ზედაპირი ნაკლებად მშრალი და აქერცლილი იქნება," - ამბობს ის.

ბენქსი, ასევე, აღნიშნავს, რომ კანს ცხიმი საშიში ბაქტერიებისგანაც იცავს.

თუმცა, ექიმი ამბობს, რომ დიდი ხნით დასაბანი ყოფნა ასევე არ არის სასურველი, რადგან, გარდა უსიამოვნო შეგრძნებებისა, ხანგრძლივი დაუბანლობა იწვევს აკნეს და ბაქტერიულ თუ სოკოვან ინფექციებს. ამიტომ, აუცილებელია კვირაში სულ მცირე 2-3-ჯერ ბანაობა, რომ მოვიშოროთ კანის მკვდარი უჯრედები, ზედმეტი ცხიმი, ბაქტერია და სოკო.

მომზადებულია glamour.com-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს