პრობლემის გადასაჭრელად შექმნილ ჯგუფებში გოგონები უფრო მოხერხებულები არიან, ვიდრე ბიჭები, ამის შესახებ მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგად გახდა ცნობილი.
ანალიტიკოსების თქმით, გოგონები უკეთესად ადაპტირდებიან ახალ სამუშაო სივრცეში და მუშაობის თანამედროვე მეთოდებს უკეთესად ფლობენ.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 125 ათასმა 15 წლის მოზარდმა, მათ დააკვირდნენ, როგორ შეძლებდნენ სხვებთან თანამშრომლობით პრობლემების გადაჭრას.
ტესტები 52 ქვეყანაში ჩაყარდა და ყველა ქვეყანაში გოგონებმა ბიჭებზე უკეთესი შედეგი აჩვენეს.
ამავე კვლევაში სრულიად სხვა სურათი იყო 2012 წელს, როდესაც გოგონებზე გაცილებით მაღალი შედეგები ბიჭებს ჰქონდათ.
მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით