პრინცი ჰარი დაინიშნა - ბრიტანეთის სამეფო სასახლის მოულოდნელი განცხადება

პრინცი ჰარი დაინიშნა - ბრიტანეთის სამეფო სასახლის მოულოდნელი განცხადება

პრინცი ჰარი ამერიკელ მეგობარ გოგონაზე, მსახიობ მეგან მარკლზე ქორწინდება, განცხადებას კლერენს ჰაუსი ავრცელებს.

მასში ნათქვამია, რომ პრინცი მეგანზე უკვე დაინიშნა, ქორწილი კი 2018 წლის გაზაფხულზე შედგება. უფრო დეტალური ინფორმაცია ქორწილის შესახებ მოგვიანებით გავრცელდება.

"მისი სამეფო უდიდებულესობა და მის მარკლი ლონდონში ნოემბერში დაინიშნენ. პრინცმა ჰარიმ ამის შესახებ მის უდიდებულესობა დედოფალსა და ოჯახის სხვა წევრებს აცნობა.

წყვილი კენსინგტონის სასახლეში იცხოვრებს," - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, დღეს პრინცი და მარკლი ფოტოების გადასაღებად გამოჩნდებიან.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს