რომელი სახელები იქნება ყველაზე პოპულარული 2018 წელს

რომელი სახელები იქნება ყველაზე პოპულარული 2018 წელს

თუ ბავშვს ელოდებით და სახელი ჯერ არ შეგირჩევიათ, შეგიძლიათ გადახედოთ ცნობილი ვებგვერდის Babygaga-ს ვარაუდს - რომელი სახელები იქნება 2018 წელს ყველაზე პოპულარული.

მართალია, პორტალი ევროპასა და ამერიკაში გავრცელებულ სახელებზე წერს, თუმცა, შესაძლოა, რამდენიმე მათგანი თქვენც გამოგადგეთ.

მომავალ წელს გოგონების ყველაზე პოპულარული სახელები იქნება ემა, შარლოტა, სეიდი, ვაიოლეტი, კენედი, სავანა, პენელოპა, ვიქტორია, ელი და ჰეიზელი.

ძალიან ბევრი დედა, ასევე, შვილს დაარქმევს ნატალის, ლუნას, რაილის, აურორას, სკარლეტს, ნორას, ზოუის, ამელიას, ჰარპერსა და სტელას.

რაც შეეხება ბიჭების სახელებს, პორტალი წერს, რომ 2018 წელს, ძირითადად, ძველმოდური სახელები იქნება პოპულარული - ალექსანდერი, დენიელი, ქრისტოფერი, ჯოზეფი, ჯესპერი, ლუკასი და აიზეკი.

ასევე, ევროპასა და ამერიკაში მომავალ წელს ძალიან ბევრი ფინი, ეტიკასი, ლოგენი, ჰანთერი და კაი დაიბადება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს