რამდენი ჯარისკაცი ჰყავს აშშ-ს იაპონიაში, ავღანეთში, გერმანიაში... - პენტაგონის მონაცემები

რამდენი ჯარისკაცი ჰყავს აშშ-ს იაპონიაში, ავღანეთში, გერმანიაში... - პენტაგონის მონაცემები

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ საზღვარგარეთ მომსახურე ამერიკელი სამხედროების რაოდენობა დაასახელა. შესაბამისი მონაცემები პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ ინფოგრაფიკაშია მოყვანილი.

30 სექტემბრის მონაცემებით, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობამ 15 300, ერაყში - 8 900, სირიაში კი 1720 ადამიანი შეადგინა.

ავღანეთის კონტინგენტი ყველაზე მაღალრიცხოვანია იმ ქვეყნებს შორის, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ყველაზე დიდი კონტინგენტი - თითქმის 45 ათასი ადამიანი - აშშ-ს იაპონიაში ჰყავს. შემდეგ მოდის გერმანია - 36 ათასი, სამხრეთ კორეა - თითქმის 25 ათასი ადამიანი.

სულ საზღვარგარეთ მომსახურე ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 257 300-ს შეადგენს.

ერაყში ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის დროს 80 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა - ირანული მედია

"ერთ ქართველს, სასწაულებრივად შენახული წერილი და ფოტო უპოვეს..." - ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში განისვენებენ

ბაღდადთან ახლოს განხორციელებული შეტევის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა