ვინ იყო "თანამედროვე ასტროლოგიის მამა'', რომელმაც გაერო-ს და ევროკავშირის შექმნა იწინასწარმეტყველა

ვინ იყო "თანამედროვე ასტროლოგიის მამა'', რომელმაც გაერო-ს და ევროკავშირის შექმნა იწინასწარმეტყველა

ასტროლოგი ხათუნა ნოელი ''თანამედროვე ასტროლოგიის მამად'' წოდებულ ბრიტანელი თეოსოფისტისა და ასტროლოგის, უილიამ ფრედერიკ ალანის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მე-17 საუკუნიდან მოყოლებული ასტროლოგიას დაცემის ხანა ედგა. ის ფრიად შევიწროვებული იყო და იდევნებოდა კიდეც. მიუხედავად ამისა, ცოდნა მაინც გადაეცემოდა დაინტერესებულ ადამიანებს და მისი განვითარებაც არა წყდებოდა.

თუმცა გასულ საუკუნეში ასტროლოგიამ გასაოცარი ძალით, ლამის დაფერფლილმა სფინქსივით შეძლო აღორძინება და ამის უდავო ხელშემწყობთა შორის იყო ბრიტანელი თეოსოფისტი და ასტროლოგი უილიამ ფრედერიკ ალანი. ''თანამედროვე ასტროლოგიის მამად'' წოდებულს თქვენ მას ალბათ უფრო ფსევდონიმით - ალან ლეო იცნობთ.

ალან ლეო, როგორც ხვდებით, ლომის ზოდიაქოს ნიშნით იყო დაბადებული (1860 წლის 7 აგვისტოს). მან, როგორც ჭეშმარიტმა თეოსოფისტმა, დასავლურ ასტროლოგიას ბევრი საინტერესო რელიგიური დატვირთვის მქონე დეტალი შესძინა. მათ შორის კარმისა და ინკარნაციის თემები, რომელიც იქამდე მხოლოდ ინდურ ასტროლოგიაში განიხილებოდა.

მისი სახელმძღვანელოები დღეს უკვე ასტროლოგიის კლასიკად არიან ქცეულნი, ხოლო პროგნოზები გასაოცარი სიზუსტით სრულდება. მარტო გაეროს ან ევროკავშირის შექმნის წინასწარმეტყველებები რად ღირს!

1890 წელს ალან ლეომ ბრიქსტონში დაარსა ოკულტური ლოჟა. ამ და სხვა თეოსოფიური საზოგადოებების წევრებთან კავშირების მეშვეობით ლეო ავრცელებდა ასტროლოგიურ შრომებს ევროპასა და ამერიკაში. ამას მოჰყვა ლონდონის ოკულტური ლოჟა 1915 წელს.

მანამდე 1914-ში ალან ლეო გასამართლებული იქნა ცრუ წინასწარმეტყველებების ბრალდებით, მაგრამ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, ის გაათავისუფლეს. თუმცა, ამ ფაქტმა ასტროლოგი აიძულა დაფიქრებულიყო ასტროლოგიის ლეგიტიმაციის აუცილებლობაზე. სასამართლობი ამით არ დასრულებულა და ორი წლის შემდგომ, 1917-ში, მიუხედავად იმისა, რომ თეოსოფი სასამართლო სხდომაზე ცდილობდა აეხსნა დამსწრე საზოგადოებისათვის, რომ ასტროლოგია არ მოიცავს ფატალიზმს და რომ ის მხოლოდ ტენდენციებზე საუბრობს, მას მაინც დააკისრეს ჯარიმა ''ბედის განსაზღვრის მცდელობების გამო''.

ალან ლეო გარდაიცვალა 57 წლის ასაკში. 1917 წლის 30 აგვისტოს ტვინში სისხლის ჩაქცევით.

მისი ნაშრომები - ''ეზოთერული ასტროლოგია'', ''გასაღები შენი პიროვნებისათვის'', ''პროგრესული ჰოროსკოპი'', ''სინთეზის ხელოვნება'', ''მარსი - ომის ღმერთი" და სხვები - ყველა ძალიან აქტუალურია, უაღრესად მრავალმხრივი და საინტერესო. ისინი ეხებიან როგორც ნათალურ ასტროლოგიას, ისე პროგნოსტიკას, მათ შორის ქორარულსაც.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ სწორედ ალან ლეო გახლდათ ის, ვინც ასტროლოგია თანამედროვე, მეცნიერულ საფეხერზე აიყვანა!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს