ვინ იყო მეგან მარკლის პირველი ქმარი - მსახიობის ცხოვრება პრინცესობამდე

ვინ იყო მეგან მარკლის პირველი ქმარი - მსახიობის ცხოვრება პრინცესობამდე

მეგან მარკლი სულ მალე ბრიტანეთის პრინცის ცოლი გახდება და მედიამ მსახიობის ცხოვრების დეტალები კიდევ ერთხელ გაიხსენა. მათ შორის, ტაბლოიდებს არ გამორჩენიათ მეგანის პირველი ქორწინება ჰოლივუდელ პროდიუსერთან ტრევორ ენგელსონთან.

ენგელსონი 1976 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა, ის 41 წლისაა. კარიერა კინოინდუსტრიაში პროდიუსერის ასისტენტად დაიწყო, შემდეგ კი დიდი წარმატება ხვდა წილად.

მეგანმა და ტრევორმა ჯვარი 2011 წლის 10 სექტემბერს დაიწერეს, იამაიკაზე. ქორწილს 102 ადამიანი ესწრებოდა.

წყვილი ერთმანეთს ქორწინებიდან 2 წლის შემდეგ დაშორდა, 2013 წელს კი ოფიციალურად განქორწინდნენ. მიზეზად - შეუთავსებელი განსხვავება დაასახელეს.

Woman’s Day magazine-ის წყარო ამტკიცებს, რომ მათი განქორწინება სერიალში Suits მეგანის როლის ბრალი იყო. წყაროს თქმით, მარკლი და ენგელსონი დაქორწინებამდე 6 წელი იცნობდნენ ერთმანეთს, სერიალში როლი კი მსახიობმა ქორწილის წინ მიიღო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მათ შორის გაუგებრობები და საბოლოოდ, გადაწყვიტეს, ცალ-ცალკე ეცხოვრათ.

„ტრევორი გადაღებების დროს ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, მეგანი კი - ტორონტოში იყო, ძალიან რთული აღმოჩნდა დაქორწინებული წყვილისთვის ასეთი სიშორე,“ - აღნიშნა წყარომ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს