60 ადამიანის მკვლელს რუსეთში ფრენის შიშის გამო ვერ აბრუნებენ

60 ადამიანის მკვლელს რუსეთში ფრენის შიშის გამო ვერ აბრუნებენ

რუსეთის მოქალაქის ექსტრადიცია, რომელსაც 60 ადამიანის მკვლელობა ბრალდება, შესაძლოა, არ შედგეს, რადგან მას ფრენის შიში აქვს.

ასლან გაგიევს, რომელიც ცნობილია სახელით "ჯაკო", უკვე თვითმფრინავში სვამდნენ, რათა რუსეთში გადაეყვანათ, თუმცა მას შიშის პანიკური შეტევა დაეწყო და ამიტომ ავსტრიაში დატოვეს.

გაგიევი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი კრიმინალური ჯგუფის მართვაშია ბრალდებული.

რუსული "კომერსანტის" ინფორმაციით, მის მიერ მოკლულ ადამიანებს შორის არიან პოლიტიკოსები, ბანკირები, ბიზნესმენები.

გაგიევის ადვოკატებმა წარმოადგინეს სამედიცინო დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს აეროფობიის იშვიათი ფორმა და მგზავრობის გადატანას ვერ შეძლებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი კი იმედოვნებს, რომ გაგიევი იანვარში უკვე რუსეთის ციხეში იქნება.

"აეროფობია არაფერ შუაშია, ჯაკომ იცის, რომ რუსეთში მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება," - ამბობს რუსული "კომერსანტის" წყარო.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს