"ჟანგბადის ნინძები" ძეგლებზე პირბადეების აფარებაზე პასუხისმგებლობას იღებენ

"ჟანგბადის ნინძები" ძეგლებზე პირბადეების აფარებაზე პასუხისმგებლობას იღებენ

თბილისში, ძეგლებზე პირბადეების აფარებაზე პასუხისმგებლობას "ჟანგბადის ნინძები" იღებენ - ამის შესახებ იმ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"სოციალურ აქტს თავის თავზე იღებენ "ჟანგბადის ნინძები". ვითხოვთ სუფთა ჰაერს ქალაქში! ეს მხოლოდ დასაწყისია" - ეს განცხადება "მარკეტერის" ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა და როგორც ცნობილი ხდება იმ ორგანიზაციას ეკუთვნის, რომელმაც თბილისში დღეს დილით ცნობილი პოეტების და მწერლების ძეგლები პირბადეებით "შემოსა".

დღეს დილით, თბილისში ცნობილი ადამიანების ძეგლებს სახეზე პირბადეები ააფარეს, რითაც აქციის ორგანიზატორებმა დედაქალაქში ჰაერის დაბინძურება გააპროტესტეს. ამის ამსახველი ფოტოები "ფეისბუქზე" ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა განათავსა.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. მისი განცხადებით, დედაქალაქში დაწყებულ ე.წ. პირბადეების აქციას მერიისგან ნებართვა არ აქვს და ეს ძეგლების შეურაცხყოფაა.

პირდაბეები ძეგლებიდან რამდენიმე საათში საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს.

ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, ე.წ. პირბადეების აქციასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაუწყიათ.

შს სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ უწყებაში შევიდა სამი მოქალაქის წერილი, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადო მოღვაწეთა და კულტურის ძეგლებს დაუდგენელმა პირებმა პირბადეები გაუკეთეს.

"აღნიშნული წერილების საფუძველზე, ფაქტი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა და დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რის შესახებაც ეცნობა განცხადების ავტორებს", - განმარტავენ შსს-ში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს