"ხელჯოხი და თბილი ქუდი..." - რა საახალწლო სურვილები აქვთ მოხუცებს ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლიდან

"ხელჯოხი და თბილი ქუდი..." - რა საახალწლო სურვილები აქვთ მოხუცებს ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლიდან

ხანდაზმულთა სახლი "სახლი საზღვრებს გარეშე" - ასე ჰქვია თავშესაფარს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მდებარეობს.

თავშესაფრის მოხუცებმა საახალწლო სურვილები დაწერეს, რომელიც სახლის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა:

"მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი თავშესაფრის ხანდაზმულებმა თავიანთი საახალწლო სურვილები დაწერეს... ამ პატარა სურვილების ასრულებაც კი ძალიან გაახარებს ჩვენი სახლის ბინადრებს..." - ვკითხულობთ კომენტარში, რომელსაც ფოტოები აქვს დართული.

ხელნაწერ წერილებში მოხუცები ელემენტარულ საჩუქრებს - თბილ წინდას, ხელჯოხსა და თბილ ქუდს ითხოვენ:

მიშა პაპა, 83 წლის: "შვილებმა მიმატოვეს... საახალწლოდ მინდა "კაკუჩა" ანუ ხელჯოხი და თბილი ქუდი"

არდაგი ილურიძე, 89 წლის: "ვაჟიშვილი გარდამეცვალა, ვცხოვრობ ხურვალეთის მოხუცებულთა სახლში. საახალწლოდ საჩუქრად ვისურვებდი თბილ წინდას და თბილ ქუდს"

სანდრო პაპა, 81 წლის: "საახალწლოდ ვისურვებდი თბილ შარვალს და ქუდს. ასთმა მაქვს..."

ინგა, 87 წლის: "შვილები არასოდეს მყოლია. პომადა, სახის მკვებავი კრემი და თბილ ქუდს ვისურვებდი საახალწლო საჩუქრად"

"მე ვარ გულო, მარტოხელა, უსახლკარო. ვცხოვრობ ხურვალეთის თავშესაფარში. საახალწლოდ გამიხარდება თბილი შარფი"

ხანდაზმულთა სახლი 2016 წელს, გამყოფი ხაზის სოფლების, ხურვალეთის, წითელუბნის, ნადარბაზევის, ასევე ხურვალეთისა და შავშვების დევნილთა ჩასახლებების მოსახლეობისთვის აშენდა.

სახლის ხელმძღვანელი აფხაზეთიდან დევნილი ლუდმილა სალიაა, რომელმაც ეს პროექტი გერმანული ორგანიზაციის "არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთისა" და ამერიკის განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დარეკოთ: 593696116 ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი, GE09TB7310836080100009

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს