ქეით მიდლტონი, შესაძლოა, ჰარისა და მეგანის ქორწილს არ დაესწროს

ქეით მიდლტონი, შესაძლოა, ჰარისა და მეგანის ქორწილს არ დაესწროს

უკვე ნათელია, რომ მომდევნო წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ქორწილი დიდ ბრიტანეთში შედგება - პრინცი ჰარი და მსახიობი მეგან მარკლი ჯვარს მაისში დაიწერენ.

თუმცა, მას, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი - ქეით მიდლტონი ვერ დაესწროს.

კემბრიჯის ჰერცოგინია მესამე ბავშვზეა ორსულად. კენსინგტონის სასახლის ინფორმაციით, მისი მშობიარობის სავარაუდო დრო 2018 წლის აპრილია, თუმცა ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი არც ქორწილის თარიღი. შესაბამისად, სრულებით შესაძლებელია, ჰარისა და მეგანის ჯვრისწერის დღეს ქეითი ჯერ კიდევ ორსულად იყოს, ანდა - ბავშვი ახალი გაჩენილი ჰყავდეს.

რა თქმა უნდა, სამეფო ოჯახი და პირველ რიგში - ჰარი და მეგანი ყველანაირად ეცდებიან, ქეითი მათ ქორწილს დაესწროს, თუმცა, ბევრი რამ არც მათზეა დამოკიდებული.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს