განათლების მინისტრი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას "ფეისბუქზე" ეხმაურება

განათლების მინისტრი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას "ფეისბუქზე" ეხმაურება

სამინისტრო ყველაფერს იღონებს, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედია, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ჩხენკელი მეორე გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს თანადგომას უცხადებს.

"გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ ყველა ჩვენგანს გვაერთიანებდა იმედი, რომ მოხერხდებოდა მძიმედ დაჭრილი მოსწავლის გადარჩენა.

სამწუხაროდ, არაერთი ექიმის თავდაუზოგავი, ოცდაოთხსაათიანი ბრძოლის მიუხედავად, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ოჯახმა, მეგობრებმა, მთლიანად საზოგადოებამ კიდევ ერთი ახალგაზრდა ადამიანი დავკარგეთ.

ამ უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს.

სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ყველაფერს იღონებს, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედია", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მეორე მოზარდი დღეს გარდაიცვალა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს