"ბრალდებულს ახლა, პირველად შევხვდი და გავესაუბრე..." - რას ამბობს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი

"ბრალდებულს ახლა, პირველად შევხვდი და გავესაუბრე..." - რას ამბობს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ.-ს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე არ გამორიცხავს, რომ სასიკვდილო დაზიანებები, რომელიც გარდაცვლილ მოზარდს აღენიშნება, მხოლოდ ერთი პირის მიერ არ არის მიყენებული.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ის დღეს პირველად შეხვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს და ესაუბრა. მისივე თქმით, მოზარდებს შორის 1-ელ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებთ ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა, დეტალურად ისაუბრებს მას შემდეგ, რაც ყველა მოწმის ჩვენებას ბოლომდე გაეცნობა. ადვოკატის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე დაკითხულ მოწმეთა წრე ხელახლა დაიკითხოს.

"ბრალდებულს ახლა, პირველად შევხვდი და გავესაუბრე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას გვეტყვის ექსპერტიზის დასკვნა და რას გვეტყვიან ექსპერტები, რომლებიც დაიკითხებიან. ჩემი ვარაუდით, ეს დაზიანებები არ უნდა იყოს მიყენებული ერთი ან, შესაძლოა, მხოლოდ ორი პირის მიერ. კონფლიქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით მას შემდეგ, რაც გავეცნობი ყველა მოწმის ჩვენებას. საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მოწმეა დაკითხული. ასევე, მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებიო მოქმედებები და სხვადასხვა მოწმეების დაკითხვა იგეგემება. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იგეგმება იმ დაკითხული პირების თავიდან დაკითხვაც, რომლებიც უკვე დაიკითხნენ და მათი ჩვენებები საქმეში დევს", - განაცხადა ადვოკატმა.

კაკაბაძის თქმით, ექსპერტების მოსმენის შემდეგ თუ დადგინდება, რომ გარდაცვლილს სხეულზე მიყენებული მრავლობითი ჭრილობა სხვა პირებმაც მიაყენეს, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, ვინც რეალურად მიაყენა ჭრილობა მოზარდს.

"პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, როგორც ბრალდებულის ადვოკატმა რომ მე არ ვაპირებ ხელი დავაფარო თუნდაც ბრალდებულს, თუ მან სრულად ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. ანუ, თუ მას მთლიანად დაუდასტურდა ბრალდება. მე მსურს მოვუსმინო ექსპერტებს და თუ ექსპერტებმა თქვეს, რომ იმ პირობებში შეუძლებელია დაზარალებულს მიყენებოდა აღნიშნული სადისტური ჭრილობები, როგორ პირობებესაც მოწმეები აღწერენ და თუ დადგინდა მტკიცებულებებით, რომ ის ჭრილობები სულ სხვა პირებმა მიაყენეს, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ იმ პირების პასუხისმგებაში მიცემას, ვინც რეალურად მიაყენა აღნიშნული ჭრილობები დაზარალებულს. შესაბამისად, ჩემთვის მთავარია დადგინდეს ჭეშმარიტება. საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართლე და იმსახურებს იმას, რომ ნათელი მოეფინოს გახმაურებულ საქმეს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ დაზარალებულის ოჯახი იმსახურებს, იცოდეს სიმართლე და მე არ მსურ ამჯერად მოხდეს ისეთი რაღაც, რომ ერთ პიროვნებას შევაწმინდოთ ხელი, თუ მას არ დაუდასტურდა ყველა იმ ჭრილობის მიყენება, რომელსაც მას ედავებიან. რა თქმა უნდა, ბრალდებულის ოჯახი არ მოითხოვს ბრალდებულის სრულად გამართლებას", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, "ბევრი ადამიანი ამბობს, რომ შესაძლოა სულ სხვა ადამიანები იყვნენ აღნიშნული საშინელი შემთხვევის მონაწილეები. აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ გამოძიებას და ექსპერტიზის დასკვნას".  იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრებათ მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს

მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული პირი შსს-ს თანამშრომელი იყო

"სანამ მანქანას ვაყენებდი, ჩემს შვილს თავს დასხმია... რომ შევედი ძირს ეგდო" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული გოგონა

"ბელარუს ტურისტებს ბარში არარეალური თანხა გადაახდევინეს, კობიაშვილი მათ გამოესარჩლა" - გუდაურის მკვლელობის ახალი დეტალები

შსს სამტრედიაში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს