ასტროლოგი ხათუნა ნოელი "ფეისბუქზე" 5-6 დეკემბრის სამედიცინო ასტროლოგიური ტენდენციის შესახებ წერს:
"5 და 6 დეკემბერს მთვარე კირჩხიბში იმოძრავებს და ყველაზე მეტად კუჭი დასუსტდება და მჟავიანობას მოუმატებს მათ, ვინც დღის საათებშია დაბადებული, ხოლო ღამის საათებში დაბადებულებისათვის - პირიქით დაქვეითდება. ზოგადად, თუ ჯანმრთელობის უკუჩვენება არ არსებობს, 5-ში კარგი დღეა შიმშილობისათვისაც. ალკოჰოლის მიღება სასტიკად არარეკომენდებულია.
ყველა სახის მანიპულაცია კუჭზე უკუნაჩვენებია ამ პერიოდში. საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, კუჭქვეშა ჯირკვალზე, დიაფრაგმაზე, საშვილოსნოსა და სარძევე ჯირკვლებზე ენდოსკოპიური გამოკვლევები მცდარ რეზულტატებს მოგცემთ. ოპერაცია კი არასახარბიელო შედეგს.
გამწვავდება მემკვიდრეობითი და აგრეთვე მომნელებელი სისტემის დაავადებები. მოიშორეთ დაბინძურებული აზრები, თუ გსურთ ავადმყოფობას სძლიოთ.
მოერიდეთ გაცივებას, განსაკუთრებით ეს მეძუძურ დედებს ეხებათ, რადგან მასტიტების რისკი იზრდება.
სამაგიეროდ, ამ პერიოდში რეკომენდებულია შლაკების, კენჭებისა და დაგროვილი მარილების გამოდევნის პროცედურები. აგრეთვე ართრიტების მკურნალობა.
შეგიძლიათ უმკურნალოთ კბილებს, დაიბჟენოთ, ან ამოიღოთ, პროთეზირება გაიკეთოთ. კარგია ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად, ან პროფილაქტიკური პროცედურების ჩასატარებლად.
ხელსაყრელი პერიოდიამუხლებზე, მყესებზე და ფეხებზე ოპარაციებისათვის. კბილების სამკურნალოდ, პროტეზირებისთვის.
მე კი ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ".