რომელი მინერალი რომელ ჩაკრას ააქტიურებს - ქვები და მათი ტარების წესები

რომელი მინერალი რომელ ჩაკრას ააქტიურებს - ქვები და მათი ტარების წესები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი ასტრო-მინეროლოგიის საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება:

"რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვების შერჩევისას არის ის, თუ რამდენად მოგვწონს ან არ მოგვწონს ეს ქვა ჩვენ, მაგრამ ალბათ ჯობია მინერალი არა მხოლოდ ვიზუალურად გვიხდებოდეს, არამედ შეესატყვისებოდეს ჩვენს ჰოროსკოპს და ჩვენს ენერგეტიკას, მოჰქონდეს წარმატება, იღბალი, ჯანმრთელობა, სიყვარული...

ჯერ კიდევ უხსოვარ დროში შეამჩნიეს ადამიანებმა, რომ ქვებს შეუძლიათ ჩვენზე ზეგავლენის მოხდენა. ისინი გარკვეულ ენერგიას გამოსცემენ, რომელთა სიხშირეს შეუძლია როგორც დადებითი, ისე ნეგატიური გავლენის მოხდენა მათ პატრონზე.

ისევე როგორც ურეცეპტოდ, ექიმის რჩევის გარეშე თვითნებურად მიღებულმა წამალმა შეიძლება ავნოს ადამიანს, არ შეიძლება მინერალების ტარება მხოლოდ იმიტომ რომ მან რომელიღაც თქვენს ნაცნობს იღბალი მოუტანა. ამეთვისტო მერწყულის ქვაა, მაგრამ ყველა მერწყულისთვის სასარგებლო როდი იქნება მისი ტარება. დეტალურ ინფორმაციას, თუ რომელი ქვებია თქვენთვის საჭირო, იძლევა მხოლოდ პირადი ჰოროსკოპის ანალიზი. ისევე როგორც წამლის დანიშვნამდე ექიმი იკვლევს თქვენს ორგანიზმს, ასტრო-მინეროლოგიც იკვლევს თქვენს პირად რუკას და გებულობს, რომელი პლანეტები გყავთ დაზიანებული და რომლებს სჭირდებათ ასე ვთქვათ "ამოქაჩვა".

საქმე ისაა, რომ ქვისა და მისი პატრონის ვიბრაციები უნდა ავსებდნენ ერთმანეთს. წარმოიდგინეთ, ვთქვათ ტიპიური ვერძი, რომელიც ისედაც ჭარბი ენერგიითაა სავსე. თუ ის დაიწყებს ისეთი ქვის ტარებას, რომელიც ამ ენერგიას კიდევ უფრო გაუზრდის, მას კი მოჭარბებული ძალების დასახარჯი ასპარეზი იგივე დარჩება ადამიანი შესაძლოა გადაიწვას კიდეც, ანუ სიკეთის ნაცვალად ქვამ მას ზიანი მიაყენოს.

ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე და უპირველეს ყოვლისა ცოდნა გვმართებს, როდესაც ამა თუ იმ ქვას ვირჩევთ სატარებლად.

თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ზოგადი რეკომენდაციებიც და სწორედ მათზე გავამახვილებ ახლა თქვენს ყურადღებას.

პირობითად მინერალები შეიძლება დაიყოს ამათუიმ პლანეტასთან მისი კუთვნილების მიხედვით. იმის შესაბამისად, თუ რომელი პლანეტის მინერალს ვატარებთ, ჩვენში აქტიურდება მათი მახასიათებელი ენერგეტიკა. გარდა ამისა, მინერალების ფერების მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომელ ჩაკრის გააქტიურება შეუძლიათ მათ.

ის მინერალები, რომლებსაც აქვთ მოწითალო-მოალისფრო სხივი, ატარებენ მარსიანულ თვისებებს და ააქტიურებენ ჩვენში I-ლ, ფუძისეულ ჩაკრას. ამ მინერალებს შეუძლიათ მოგვცენ დამატებითი ძალები ამტანობის და სიმამაცის გამოსაჩენად რთულ სიტუაციებში. თუ თქვენ თვლით, რომ სწორედ ეს თვისებები გაკლიათ, სავარაუდოდ რუკაში მარსი გყავთ სუსტი. ამ შემთხვევაში კარგია თუ ატარებთ წითელ მარჯანს ან ძოწს.

თუ თქვენი პრობლემა სოციუმთან ურთერთობაში გამოიხატება, გიჭირთ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, კოლექტივთან შეგუება - მაშინ თქვენ იუპიტერი გეყოლებათ დაზიანებული და II, საკრალური ჩაკრის გააქტიურება გესაჭიროებათ. ამ შემთხვევაში ნარინჯისფერი მინერალების ტარება გიშველით. როგორიცაა მაგალითად, სერდოლოკი და ნარინჯისფერი კალციტი.

ყვითელი სხივის მქონე მინერალები, რომლებიც III, მზის წნულის ჩაკრას შეესაბამებიან, გვეხმარებიან დიდი ქალაქების გიჟური ტემპის გადატანაში. თუ იცით, რომ მოვლენების ორომტრიალში მოგიწევთ მოხვედრა, თან ატარეთ ციტრინი, ქარვა ან ყვითელი საფირონი. ისინი შეგმატებენ ნებისყოფას, კონცენტრირებულობას.

ზოგ შემთხვევაში ჰარმონიის ნაკლებლობას ვგრძნობთ, ვფორიაქობთ, გვიჭირს დავლაგდეთ, მოვიკრიბოთ აზრები, ამ დროს კარგია მწვანე სხივის მქონე მინერალებთან ურთიერთობა - მაგალითად ხრიზოპრაზთან ან მალაქიტთან. ეს ასევე ააქტიურებს IV ანუ - გულის ჩაკრას. გვეხმარება სიმშვიდისა და სიყვარულის შემეცნებაში, ცისფერი ანარეკლის მქონე მინერალები გვეხმარებიან სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვიჭირს რეალობისა და ილუზიების ერთმანეთისაგან გამორჩევა. ასეთ დროს უნდა ატაროთ ფირუზი ან ცისფერი საფირონი. ეს ასევე დაგეხმარებათ იმუნიტეტის ამაღლებაში, საუბრისას ზედმეტი სიმორცხვის დაძლევასა და V ჩაკრის გააქტიურებაშიც.

ლურჯი სხივის მქონე მინერალები გამოიყენება ინტუიციისა და გონების გასახსნელად, ასევე VI ჩაკრის გასააქტიურებლად - ესენია ლურჯი საფირონი, ავანტიურინი და ლაზურიტი.

სულიერი სფეროს და VII ჩაკრის გასააქტიურებლად იისფერი სხივის მქონე მინერალები გამოიყენება. მათი მეშვეობით ხდება ღვთაებრივ ძალებთან, ნატიფ სულებთან და საკუთარ მფარველ ანგელოზთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება, ამაში ამეთვისტო და ფლუორიტი გიშველით.

თეთრი სხივის მქონე მინერალები - ალმასი, ბრილიანტი და თეთრი ტოპაზი ძალიან ბევრ ენერგიას ააქტიურებენ ერთდროულად, ამიტომ მათი ტარება ძალზე საფრთხილოა.

ყველაზე უნივერსალურად და უსაფრთხოდ ითვლება მთის ბროლი.

არის, რა თქმა უნდა, ისეთი მინერალებიც, რომლებიც ერთდროულად რამოდენიმე ფერს მოიცავენ. მაგალითად ჩაროიტი, რომელიც იასამნისფერია და შავი მინარევები აქვს - ეს ქვა ერთდროულად ატარებს ურანისა და სატურნის ენერგეტიკას.

ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ თვითეულ ქვას თავისი ტარების წესები აქვს, სასარგებლო იქნება იმის ცოდნაც, რომ ცერი, მაგალითად ვენერას მფარველობის ქვეშ ითვლება. ამიტომ ამ ტიპის ქვები ყველაზე კარგ შედეგებს ამ თითზე ტარებით მოგცემენ. საჩვენებელ თითს იუპიტერი შეესაბამება. შუა თითს-სატურნი, არათითს მზე მართავს, ხოლო ნეკას-მერკური. მარცხენა ხელი ინ - ანუ მდედრობითი ენერგეტიკის პლანეტების შესაბამის ქვებს უხდება, ხოლო მარჯვენა - იან ანუ მამრობითის.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რომელ ხელზე ან თითზე გეკეთებათ ან რომელი ლითონის ბუდეში იჯდება, თუ სულაც ბუდის გარეშე ატარებთ, არამედ დღეც კი, თუ როდის უნდა გაიკეთოთ ის პირველად.

რეკომენდებულია ქვების მუდმივი ტარება. დროდადრო თქვენს მინერალებს სჭირდებათ დასვენება და აღებული მავნე ენერგეტიკისაგან სპეციალური მეთოდებით გასუფთავება.

ასევე გასუფთავებას საჭიროებენ ის ქვები, რომლებსაც თქვენამდე სხვები ატარებდნენ.

ამ ყველაფრის გასარკვევად სჯობს ასტრო-მინეროლოგებს მიმართოთ".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს