ჟურნალმა Time წლის ადამიანი დაასახელა - გამარჯვებულები "სიჩუმის დამრღვევები" გახდნენ

ჟურნალმა Time წლის ადამიანი დაასახელა - გამარჯვებულები "სიჩუმის დამრღვევები" გახდნენ

ჟურნალმა Time წლის ადამიანი დაასახელა. ამერიკული გამოცემა მიიჩნევს, რომ 2017 წლის ადამიანები "სიჩუმის დამრღვევები“ არიან - ისინი, ვინც სექსუალურ ძალადობაზე ხმამაღლა ისაუბრეს.

„ეს იყო ყველაზე სწრაფად განვითარებული სოციალური ცვლილებები, რაც ბოლო ათწლეულების მანძილზე გვინახავს. დაიწყო ერთეული მოქმედებებით, რამაც ასობით ქალი და მამაკაცი გაამხნევა, თავისუფლად ესაუბრა საკუთარ ამბებზე,“ - განაცხადა ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ედვარდ ფელსენტალმა.

რეიტინგში მეორე ადგილზე ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია

წელს 50-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში. მოძრაობა სოციალური ქსელებით მალე იქცა მასშტაბურად და მთელს მსოფლიოში უამრავმა ადამიანმა დაწერა საკუთარი ისტორია, ჰეშთეგით #MeToo.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს