როგორ მუშაობს კარმა და სიზმრები - ასტროლოგის განმარტება

როგორ მუშაობს კარმა და სიზმრები - ასტროლოგის განმარტება

ასტროლოგი ხათუნა ნოელი კარმის თემითა და სიზმრებით დაინტერესებული მკითხველისთვის სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

"თქვენ იცით - როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ყოველგვარ ფუნქციას კარგავს ის გარეკანი, რომელსაც სხეულს ვუწოდებთ. თუმცა გამოცდილება, რომელიც ამ განსხეულებაში მიიღო, არსად არ იკარგება. ის ხდება ამ სულის კარმის ნაწილი.

ისიც უკვე იცით - თუ ამ სულს კონკრეტული ამოცანები სრულად არ აქვს შესრულებული, ან არასწორად ვითარდებ(ოდ)ა, ის მოდის ხელახლა იმავე სხეულით და იმავე ამოცანებით, როგორიც უკვე ჰქონდა, ოღონდ პარალელურ სამყაროში, რათა ამოწუროს ამ ''გარეკანის'' შესაძლებლობები ბოლომდე.

გარდაცვალების შემდგომ, ხელახლა განსხეულებამდე, შესაძლოა სული უფალთან დარჩეს ჩვენი ათვლითი სისტემით მხოლოდ რამდენიმე წუთი, ან ათასწლეული. ეს დამოკიდებულია თუ რამდენი ხანი დასჭირდება მას დედამიწაზე ცხოვრების შემდეგ ძალების აღდგენისთვის, და საკუთარი შეცდომების გაანალიზებისთვის.

იქვე ხდება მისთვის ახლობელი ადამიანების შეცდომების ანალიზიც ვის გვერდითაც უახლოეს ინკარნაციებში უწევდა ცხოვრება.

როდესაც ხდება გარდაცვლილი ადამიანისა და ჩვენი შეხვედრა ანუ ხილვა, (გინდ სიზმარში, გინდ გამოცხადების სახით) ის ჩვენი ახლობელი უკვე ხელახლა დაბადებული არის პარალელურ სამყაროში, მას ცნობიერად არ ახსოვს თუ რას მიხვდა თქვენთან დაკავშირებით, რადგან იმ რეალობაში შესაძლოა თქვენი ორეული არც ცხოვრობდეს მის გვერდით. სამაგიეროდ ამ ინფორმაციას ინახავს მისი ქვეცნობიერი, და აი, როდესაც მისი სხეული იძინებს, ქვეცნობიერი მოდის ქმედებაში, ააქტიურდება და იწყებს მოგზაურობას, გადის ასტრალში და გპოულობთ თქვენ, თავის ახლობელ ადამიანს, რათა მოგაწოდოთ აუცილებელი, თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.

თუ თქვენც გძინავთ, ეს მისთვის ბევრად უფრო ადვილია. რადგან ამდროს თქვენც სამყაროთშორის სივრცეში იმყოფებით. ხოლო თუ გღვიძავთ, მას ძალზე ბევრი ენერგიის დახარჯვა უწევს ამ რეალობის გარსშიგნით შემოსაღწევად. ამიტომ როდესაც ამის მერე ის იღვიძებს დასვენებულობის ნაცვლად ძალებიდან დაცლას გრძნობს. მას ახსოვს რომ სიზმარში ვიღაცეები ნახა, ელაპარაკა, თუმცა შეუძლია დაიფიცოს, რომ რეალობაში არ იცნობს ძილში ნანახ პიროვნებებს, თუმცა სიზმრის მანძილზე ეგონა რომ ძალიან ახლობელ ადამიანთან ურთიერთობდა. ანუ გაღვიძებისთანავე ცნობიერმა დაბლოკა ქვეცნობიერი.

P.S. არ მაქვს პრეტენზია რომ ეს სრული ჭეშმარიტებაა. ჩათვალეთ ერთ-ერთ ვერსიად. უფლება გაქვთ ეჭვიც შეიტანოთ. მე უბრალოდ ვწერ იმას, რაც მომეწოდება".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს