"ფეისბუქში" ემოციურ ფოტოს ავრცელებს ექიმი მაია ადეიშვილი. კადრი ქუთაისის ერთ-ერთი სამშობიაროს საოპერაციოში, საკეისრო კვეთის შემდეგ არის გადაღებული. კადრში ჩანს, როგორ ებღაუჭება მუცლიდან ახლადამოყვანილი პატარა ექიმს ჯერ ტანსაცმელზე, შემდეგ კი სამედიცინო ინსტრუმენტზე.
"ჩემგან განშორება არ უნდოდა პატარა ვაჟკაცს" - წერს ახალგაზრდა ექიმი.