ქალაქს 200 ათასამდე გიგანტური ღამურა შეესია - ავსტრალიელები შველას ითხოვენ

ქალაქს 200 ათასამდე გიგანტური ღამურა შეესია - ავსტრალიელები შველას ითხოვენ

ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ქუინსლენდში მდებარე ქალაქს ღამურები შეესივნენ. ადგილობრივებისთვის მოვლენა ნამდვილ კოშმარად იქცა.

ქალაქის მერის, ლიზ შმიტის თქმით, დასახლებულ პუნქტს, დაახლოებით, 200 ათასი გიგანტური ღამურა შეესია.

დღის განმავლობაში ღამურებს დაინახავთ ყველგან - ხეებზე, ბოძებზე, ელექტროსადენებზე, ეზოებში, ქუჩებში... ხალხი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

ექიმები ამბობენ, რომ ღამურები მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნიან, თუმცა ამის ბევრს არ ჯერა. ქალაქის მცხოვრებლების თქმით, მათ სათამაშო მოედნებზე ბავშვების გაშვება აღარ შეუძლიათ. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალაქი დიდი რაოდენობით ცხოველების შემოსევას უმკლავდება. ადგილობრივების თქმით, მათ შეამცირეს კენგურუების, ნიანგების და სხვა ცხოველების რაოდენობა, რომ მათი მართვა შესაძლებელი ყოფილიყო. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს