"მომავალ წელს გარემოს დაცვაზე გაცილებით ნაკლები დაიხარჯება, ვიდრე "საზოგადოებრივ მაუწყებელზე"

"მომავალ წელს გარემოს დაცვაზე გაცილებით ნაკლები დაიხარჯება, ვიდრე "საზოგადოებრივ მაუწყებელზე"

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე "მაუწყებლობის შესახებ" კანონის იმ ნაწილს აპროტესტებს, რომლითაც საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება ენიჭება. როგორც სალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს "დაანგრევს სარეკლამო ბაზარს".

"ეს ანგრევს სარეკლამო ბაზარს. მინდა გითხრათ, რომ სარეკლამო ბაზრის ნახევარით ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან. მომავალ წელს გარემოს დაცვაზე გაცილებით ნაკლები დაიხარჯება, ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ამ პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებით ეძლევა რეკლამასთან დაკავშირებული ბენეფიტები. ეს არის ნაბიჯები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს უცვლის არსებულ სტატუსს", - განაცხადა სალაძემ.

"მაუწყებლობის კანონში" შესატანი ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.

წაიკითხეთ: "საზმაუმ" 5 წელში ბიუჯეტიდან 203 503 700 ლარი მიიღო - რას დააფინანსებდა სახელმწიფო ამ ფულით

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა 12 წუთს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტიული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა).

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ ეწინააღმდეგება დეპუტატების ნაწილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს?

პროექტით იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.

ამასთან, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი