საბედისწერო სელფი - "მის ერაყი" თავის გადასარჩენად ქვეყნიდან გაიქცა

საბედისწერო სელფი - "მის ერაყი" თავის გადასარჩენად ქვეყნიდან გაიქცა

"მის ერაყის" ოჯახი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც სილამაზის კონკურსში გამარჯვებულმა გოგონამ სელფი "მის ისრაელთან" ერთად გადაიღო. ერაყელი სარა იდანი და ებრაელი ადარ განდელსმანი ერთმანეთს ლას-ვეგასში, "მის სამყაროს" კონკურსზე შეხვდნენ.

სელფი იდანმა "ინსტაგრამზე" განათავსა წარწერით "მშვიდობა და სიყვარული", თუმცა ფოტოს სოციალურ ქსელებში დიდი ხმაური მოჰყვა. ერაყში ფოტომ ისეთი აგრესია გამოიწვია, რომ ოჯახი იძულებული გახდა, ქვეყნიდან წასულიყო, რომ თავი გადაერჩინათ. ამის შესახებ ისრაელის ერთ-ერთ ტელეკომპანიას განდელსმანმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, იდანის ოჯახს მოკვლით ემუქრებოდნენ, ამიტომ "მის ერაყი" საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს