როგორ გამოიყურება საახალწლოდ განათებული ღამის თბილისი - დაათვალიერეთ ფოტოები, სანამ საკუთარი თვალით ნახავთ

როგორ გამოიყურება საახალწლოდ განათებული ღამის თბილისი - დაათვალიერეთ ფოტოები, სანამ საკუთარი თვალით ნახავთ

15 დეკემბრიდან თბილისში საახალწლო განათებები ჩაირთო. ქალაქის ცენტრალურ გამზირებზე - რუსთაველზე, თავისუფლების მოედანზე, ჭავჭავაძის გამზირზე, პეკინის ქუჩაზე და სხვა. ახალი და ორიგინალური საახალწლო განათებები დამონტაჟდა. დედაქალაქს საახალწლო განათება-გაფორმება 3 მილიონი ლარი დაუჯდა.

თბილისის მერიის შ.პ.ს. "თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟდა 32 ერთეული 12 მეტრი სიგანის ოქროსფერი ბაფთა, რომლის შუაშიც ე.წ. "მანათობელი ცა" გადის. ყველა ხე თავიდან ბოლომდე ოქროსფერი ნათების მანათობლებით მოირთო.

ამასთან, საახალწლო ნაძვის ხის ორივე გვერდზე 2 ერთეული ხუთი მეტრი სიმაღლის საახალწლო თაღი განთავსდა, რუსთაველის გამზირზე კი 5 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხის სათამაშო ბურთი დაიდგა.

ჭავჭავაძის გამზირი 500 ერთეული სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჩამოსაკიდი ფიგურით მოირთო, რომლებიც LED მილების, ოქროსფერი და თბილი, თეთრი მანათობლებით გაფორმდა, ასევე დაახლოებით 300 ერთეული ხე ოქროსფერი მანათობლებით მოირთო.

სადღესასწაულოდ მოირთო ბარათაშვილის ქუჩაც, რომლის შუა (გამწვანებულ) გამყოფ ზოლზე დამონტაჟდა 8 ერთეული 5 მეტრიანი თეთრი ნათებით და წითელი ბაფთით შეფუთული დეკორატიული ნაძვის ხე.

ამასთან, პეკინის ქუჩაზე განთავსდა 24 ცალი 10 მეტრის სიგანის მანათობელი ბაბუაწვერა, რომელიც პროგრამული მექანიზმის საშუალებით ქმნის "ქარწაღებული ბაბუაწვერას" ეფექტს. სანაპიროზე კი, მეტეხის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე ხეები ოქროსფრად განათდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს