საპატარძლო კაბაში გამოწყობილმა 150-მდე გოგონამ პატარძლების აღლუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ლატვიის საკურორტო ქალაქ იურმალაში გაიმართა.
როგორც ლატვიური გაზეთი "ტელეგრაფი" იტყობინება, მიუხედავად უამინდობისა, აღლუმი მაინც გაიმართა. მსვლელობაში "პატარძლებთან" ერთად მონაწილეობას ჰუსართა მუნდირში გამოწყობილი ვაჟებიც იღებდნენ, ზოგიერთმა გოგონამ კი გადაადგილება მდიდრული ლიმუზინით ამჯობინა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის უფლება მიეცათ იმ გოგონებს, რომლებიც სულ ახლახან დაქორწინდნენ, ან უახლოეს მომავალში აპირებენ შეუღლებას.
პატარძლების აღლუმმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია როგორც იურმალას მცხოვრებთა, ისე ტურისტთა შორის, რომლებიც წარმტაც მსვლელობას კამერებით იღებდნენ.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.