როგორ ინარჩუნებს 48 წლის მელანია იდეალურ ფიგურას - პირველი ლედის დიეტა

როგორ ინარჩუნებს 48 წლის მელანია იდეალურ ფიგურას - პირველი ლედის დიეტა

ვაშინგტონში სანტა-კლაუსთან შეხვედრის დროს მელანია ტრამპმა აღიარა, რომ შობასაც კი ცდილობს, სასარგებლო მენიუ შეადგინოს.

"ასეთი საკვების მიღების შემდეგ სიმსუბუქეს გრძნობთ," - აღნიშნავს აშშ-ს 48 წლის პირველი ლედი.

გამოცემა Harper’s Bazaar მელანიას კვების "საიდუმლოს" შესახებ წერს.

საუზმე

როგორც წესი, მელანიასთვის ყოველი დღე საკმაოდ დაძაბულია, უამრავი საქმითა და საზრუნავით, ამიტომ დონალდ ტრამპის მეუღლე საუზმეს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. როგორც წესი, მელანია საუზმობს უჯრედისით მდიდარი საკვებით - შვრიით, ანდა რამდენიმე მარცვლეულის ნაკრებით.

ხილი

ყველა დიეტოლოგი არ მიესალმება ხილის ჩართვას რაციონში, მიიჩნევენ, რომ დიდი რაოდენობით შაქრით არის გაჯერებული. მელანიას კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს - ყოველდღიურად ხილის სულ მცირე 7 მცირე პორციას იღებს, მავნე დესერტების სანაცვლოდ.

არანაირი აკრძალვა

აშშ-ს პირველი ლედი იმდენად იდეალურ ფორმაშია, რთულია წარმოდგენა, რომ საკუთარ თავს არაფერს უკრძალავს. ის მიირთმევს შოკოლადს - ასევე ხილთან ერთად, იშვიათად კი არც ნაყინზე ამბობს უარს.

"არ იქნება ტრაგედია, თუ დროდადრო შეჭამთ რამე გემრიელსაც, თუ თქვენი რაციონი, ძირითადად, სასარგებლო საკვებისგან შედგება," - ამბობს პირველი ლედი.

დიეტა არ არსებობს, მთავარია ცხოვრების სწორი წესი

მელანია ერთ მნიშვნელოვან საიდუმლოს ამხელს - ნუ დაარქმევთ სწორად კვებას დიეტას, უმჯობესია, განიხილოთ, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესი. ასეთ შემთხვევაში არ გაგიჩნდებათ სურვილი, დაარღვიოთ წესი.

ტრამპი ამბობს, რომ ჯანმრთელი კვება და კვირაში რამდენიმე საათიანი პილატესის ვარჯიში დაეხმარა, მშობიარობის შემდეგ სწრაფად დაებრუნებინა ფიგურა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს