42 წლის ევა ლონგორია ორსულად არის

42 წლის ევა ლონგორია ორსულად არის

42 წლის ევა ლონგორია ორსულად არის, ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Usa Today წერს. „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი ბიჭის დედა გახდება. ევასთვის ეს პირველი შვილი, მისი ქმრისთვის, 49 წლის მექსიკელი ბიზნესმენის ხოსე ანტონიო ბასტონისთვის კი - მეოთხე იქნება.

მსახიობი 2018 წლის გაზაფხულზე იმშობიარებს.

ევას დიდი ხნის მანძილზე ეპარებოდა ეჭვი, რომ ის ოდესმე დედა გახდებოდა და მზად იყო, ქმრის შვილები აღეზარდა. ბასტონს ყოფილი ცოლისგან ნატალი ესპერონისგან სამი შვილი ჰყავს - ხოსე, ტალი და მარიანა.

ევა და ხოსე 2016 წლის მაისში დაქორწინდნენ, 3 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ.

ბოლო პერიოდის მანძილზე პრესა მუდმივად საუბრობდა, რომ ლონგორია წონაში საგრძნობლად არის მომატებული. მსახიობი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა წვეულებაზე Bombay Sapphire Artisan Series, რომელიც ახალგაზრდა მხატვრების პატივსაცემად გაიმართა. ევას მოკლე, შავი კაბა ეცვა, რაც მის მომატებულ წონას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს