პანკისში სპეცოპერაციის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა

პანკისში სპეცოპერაციის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა

არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას ერთი ადამიანი დაიჭრა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" არაოფიციალურად აცნობეს. დაჭრილი პანკისის მცხოვრებია.

სააგენტოს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უდასტურებენ, რომ მათთან ცოტა ხნის წინ კატასტროფის ბრიგადამ ერთი დაჭრილი შეიყვანა.

კლინიკის ინფორმაციით, დაჭრილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო ჩარევა უტარდება.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია დღეს დილიდან, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, დილის 04:00 საათიდან სოფელ ომალოსა და დუისში სპეცოპერაციას 50-ზე მეტი სპეცრაზმელი ატარებდა.

დაკავებულია სამი ადგილობრივი. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია თბილისში ჩატარებულ კონტრტერორისტულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. სავარაუდოდ, აყვანილია ახმეტ ჩატაევთან კავშირში მყოფი 3 პირი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ