10 ნიშანი იმისა, რომ ბავშვს სტრესი აქვს - არ გამოგეპაროთ!

10 ნიშანი იმისა, რომ ბავშვს სტრესი აქვს - არ გამოგეპაროთ!

სკოლა თუ საბავშვო ბაღი, წრეები და სექციები, ინფორმაციის უწყვეტი წყარო და ახალი შთაბაჭდილებები, ამას დამატებული მშობლის მხრიდან მოთხოვნები და შენიშვნები... გასაკვირი არ არის, რომ თანამედროვე ბავშვები გამუდმებულ სტრესში არიან. როგორ ამოვიცნოთ სტრესის ნიშნები? სიტყვა "სტრესი" ინგლისური წარმომავლობისაა და ნიშნავს "ზეწოლას, დაძაბულობას". წარმოიშობა ინტელექტუალური და ემოციური დატვირთვის დროს. თუ მოზრდილ ადამიანს შეუძლია ამოიცნოს სტრესის ნიშნები და მიმართოს სპეციალისტს, ბავშვები ამ მხრივ რთულ სიტუაციაში არიან. ბავშვი ვერ ხვდება, რა ემართება, არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ამ ყველაფერს. ამიტომ მშობლებმა დროულად უნდა აღმოაჩინონ ბავშვის ხასიათის ცვლილებები და დროულად დაეხმარონ სიტუაციის მართვაში.

როგორ ჩნდება სტრესი და როგორ დავეხმაროთ ბავშვს?

1. რეგრესი

ეს ნიშნავს ბავშვის ქცევის დაბრუნებას ადრეულ ბავშვობაში: თითის წოვა, ტირილი, როდესაც დედა ტოვებს და მიდის - მაშინ. აქვს უნებლიე შარდვა საწოლში. გამუდმებით ითხოვს ყურადღებას.

რა მოვიმოქმედოთ? ხელის შეშლა "რეგრესში"არ შეიძლება. მას უნდა, რომ მოეფერონ და დაამშვიდონ. მოითმინეთ - რეგრესი მალე გაივლის.

2. შიში

თუ ბავშვს მოულოდნელად დაეწყო შიში, გაარკვიეთ რისი ეშინია, როდის დაეწყო და რას უკავშირებს.

დაუსახელეთ ბავშვები, რომლებსაც არაფრის არ ეშინიათ. შეიძინეთ ღამის სანათი და დატოვეთ მთელი ღამით, რამდენჯერმე. თუ ჩვეულებრივი ბავშვი გადაიქცა მშიშარა ბავშვად, ე.ი. ის სტრესშია. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვს მაშინ, თუგამუდმებით ამოწმებს ჩაკეტილია თუ არა კარი, ყველგან ანთებს შუქს. მას უკვე ეშინია არა მხოლოდ ბნელი ოთახის, არამედ სურათების, რომლებიც კედელზე კიდია, ხმაურის და სიჩუმისაც კი.

რა მოვიმოქმედოთ? აქტიურად ჩააბით სხვადასხვა გასართობ და მისთვის საინტერესო საქმიანობაში, მაგ: ხატვა, ძერწვა. შეეცადეთ გაიგოთ შიშის მიზეზი, ან ჩუმად მოუსმინეთ თამაშის დროს რაზე ესაუბრება ბავშვი სათამაშოებს. თუ რთული მდგომარეობაა და თავად ვერ უმკლავდებით, აჩვენეთ ფსიქოლოგს.

3. აგრესიულობა

თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი პატარა აქამდე დამჯერი და მშვიდი - ახლა უხეში და აგრესიული გახდა (ისვრის სათამაშოებს, ჩხუბობს, პასუხობს უხეშად), იცოდეთ, რომ ეს სტრესის ნიშნებია...

4. ხასიათის ცვალებადობა

ბავშვი ხან უმიზეზოდ ნაწყენია, შეუძლია უმიზეზოდ იყვიროს ან პირიქით - ხდება საკმაოდ აგრესიული. ცოტა მოზრდილ ბავშვებს ხშირი ისტერიკები ახასიათებთ, ან დეპრესიული ხასიათი - ყველა ეს სიმპტომი სტრესზე მიგვანიშნებს და მშობელი უნდა იყოს ყურადღებით.

5. ჯანმრთელობის პრობლემები

მშობლები ხშირად ვერ ხვდებიან, თუ რა არის მიზეზი შემდგომი სიმპტომებისა: ღებინება, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, გამონაყარი, ტემპეტარურა, ტკივილი მუცლის არეში და მრავალი სხვა უცნაურობა. ყველაფერი ეს არა მხოლოდ ვირუსებსა და ინფექციებთან არის დაკავშირებული, ხდება ნერვულ ნიადაგზეც, თუ ბავშვმა ძლიერ ინერვიულა.რა მოვიმოქმედოთ? დასაწყისისთვის „დაალაგეთ“ ოჯახში ფსიქოლოგიური კლიმატი. კარგი იქნება, თუ გაესაუბრებით ბავშვთა ფსიქოლოგს თვითშეფასებასთან დაკავშირებით, აუცილებლად შეამოწმეთ, აქვს თუ არა ბავშვს საკუთარი დრო და სივრცე. განაგრძეთ კითხვა

როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში, რომელიც მაღლივ კორპუსთან შენდება

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით