ადოლფ ჰიტლერის ბოლო წუთები თვითმკვლელობამდე - მისი დაცვის წევრის მოგონებები

ადოლფ ჰიტლერის ბოლო წუთები თვითმკვლელობამდე - მისი დაცვის წევრის მოგონებები

დაცვის წევრმა, რომელმაც გარდაცვლილი ადოლფ ჰიტლერი პირველმა ნახა, ფიურერის ცხოვრების ბოლო წუთები  ავტობიოგრაფიულ წიგნში აღწერა.

როხუს მიში 2013 წელს ბერლინში გარდაიცვალა, მანამდე კი ჰიტლერის შესახებ საინტერესო დეტალების დატოვება შეძლო.

როგორც მიში წერს, ნაცისტების ლიდერმა თვითმკვლელობამდე მოითხოვა, რომ მისი სხეული დაეწვათ. დაცვის წევრმა გაიხსენა ევა ბრაუნის ბოლო საათებიც, მიშმა ის თხელ საღამურში ჩაცმული ნახა.

1945 წლის 30 აპრილს - მას შემდეგ, რაც გენერალმა კაიტელმა შეატყობინა ჰიტლერს, რომ ჯარმა ბერლინში საბჭოთა ალყის გარღვევა  ვერ შეძლო და მეორე მსოფლიო ომის დასრულება გარდაუვალი იყო, მიშმა მოისმინა, როგორ ესაუბრებოდა ჰიტლერი მარტინ ბორმანსა და სხვა თანამებრძოლებს.

"დაცვის წევრმა დაინახა, რომ ჰიტლერი ევა ბრაუნთან ერთად საკუთარ კაბინეტში შევიდა," - ამბობს წიგნის რედაქტორი მარტინ მეისი.

კაბინეტში იყო ოტო გიუნშეც. ფიურერმა გიუნშეს უთხრა, რომ ყველა ჯარისკაცი გათავისუფლებული იყო სამხედრო ფიცისგან.

"ჰიტლერმა, ასევე, საკუთარ ადიუტანტს უთხრა, რომ მისი სხეულის შეურაცხყოფის ნება რომ არ მიეცათ ხალხისთვის, გარდაცვალების შემდეგ გვამი დაეწვათ. ბუნკერში ყველა ნერვიულად იცდიდა, რა მოხდებოდა. კაბინეტის კარი გაიღო და მიშმა შიგნით შეხედვა მოახერხა," - ჰყვება მეისი.

"პირველად ევა დავინახე. ის იჯდა და თავი მიბრუნებული ჰქონდა ჰიტლერისკენ. ფეხსაცმელები სავარძლის ქვეშ ელაგა. ფიურერი უკვე გარდაცვლილი იყო, თავი დაბლა ჰქონდა ჩამოვარდნილი," - წერს მიში.

დაცვის წევრი კაბინეტში შევიდა, ევამ ტუჩებზე მიიდო თითი და ანიშნა მას, ხმა არ ამოეღო. ამის შემდეგ როხუსმა მოისმინა, როგორ დადეს ფიცი ბრაუნმა და მაგდა გებელსმა, რომ მამაკაცების მსგავსად მოიკლავდნენ თავს.

მიში საბჭოთა ჯარმა დაატყვევა, ის 8 წლის მანძილზე იმყოფებოდა სხვადასხვა ბანაკში. საბოლოოდ კი გაქცევა და დამალვა შეძლო.

სიცოცხლის ბოლომდე ჰიტლერს თბილად იხსენებდა, ახასიათებდა, როგორც "შესანიშნავ უფროსს".

"ჰიტლერის ბოლო მოწმე: ჰიტლერის დაცვის წევრის მემუარები" წელს გამოიცა.

წყარო independent.co.uk

გრაგნილები, რომელთა შესწავლის შემდეგ, ისტორიის გადაწერა იქნება საჭირო - რას აცხადებენ მეცნიერები?

13 მარტის ახალმთვარეობაა - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ეს დღე მნიშვნელოვანი და რა უნდა გაითვალისწინონ?

გიგი და რატი გაჩეჩილაძეების დედა, მოცეკვავე ლარისა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა - "რთულია სიტყვებით გადმოსცე უდიდესი ტკივილი"