პრეზიდენტმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ლევან როსტოშვილი არ შეიწყალა

პრეზიდენტმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ლევან როსტოშვილი არ შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების აქტის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს 123 პატიმარი, ხოლო 64 პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა.

როგორც ირკვევა, შეწყალება ითხოვა ტელეწამყვანმა ლევან როსტოშვილმა, იგივე როსტომ, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, თუმცა პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი:

"200-მდე კაცი შეიწყალა პრეზიდენტმა. ვულოცავ ყველას სახლში დაბრუნებას. ძალიან მაგარია, როცა პატიმარი გიბრუნდება ციხიდან. ვიცი მე ამის ფასი...

შეწყალება ითხოვა როსტომაც. მოქალაქემ რომელმაც დააშავა, აღიარა, თითქმის ორი წელი იჯდა, ვარჯიშობს, მოქალაქე, რომელიც კლუბურ ნარკოტიკზე ზის, რომელიც არავისთვის საშიში არაა და რომელიც ციხემ ისე შეცვალა, თვალსაჩინოა ყველასთვის.

მაგრამ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვერ გაბედა. ვერ გაბედა როსტოს შეწყალება. ნარკოტიკებთან მეგობრობა თუ ასე შეაშინებდა პრეზიდენტს არ მეგონა. თან კლუბურ ნარკოტიკთან. არ გეგონოთ სუბიექტური ვარ როსტოს გამო. ალბათ ვარ კიდეც, მაგრამ ახლა პრეზიდენტის გაურკვეველი მიდგომები უფრო მაკვირვებს?!

ოჯახის წევრების გარდა ვის იწყალებს? ვინც საშიში არაა, ვინც პირველად ზის, ვინც სასჯელის გონივრული ვადა მოიხადა, ვინც ციხის კედლები მისთვის სასარგებლოდ გამოიყენა. როცა ამ ყველაფერს აკმაყოფილებ და პრეზიდენტი არ გიწყალებს, რასთან გვაქვს საქმე? სუბიექტურობასთან! ძალიან დიდ სუბიექტურობასთან.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დღეს, კიდევ ერთ ადამიანს კარით ხელი უკან, წუმპისკენ და არ მითხრათ კანონი კლუბურ ნარკოტიკს არ წყალობსო! არც მარიხუანას წყალობდა, მაგრამ ეწეოდნენ, ზოგიც მთაში, ზოგიც ბარში" - წერს ჟორჟოლიანი.

ლევან როსტოშვილი და მისი მეგობარი, მსახიობი ლაშა კურტანიძე სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ და სასჯელის ვადა შეუმცირდათ, კერძოდ, ლევან როსტოშვილს საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული 8-წლიანი პატიმრობა, 3-წლიან რეალურ და 4 წლიან პირობით მსჯავრად შეეცვალა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს