როგორ ვებრძოლოთ შავ წერტილებს სახლის პირობებში - 3 მარტივი მეთოდი

როგორ ვებრძოლოთ შავ წერტილებს სახლის პირობებში - 3 მარტივი მეთოდი

პრობლემური კანი, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში ბევრ ადამიანს უქმნის დისკომფორტს. მათ, ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, ყველა სეზონზე აწუხებს ე.წ შავი წერტილების პრობლემა. როგორ უნდა მოიშოროთ შავი წერტილები სახლის პირობებში? - mkurnali.ge მკითხველის შეკითხვას პასუხობს:

მეთოდი 1

თმები გადაიწიეთ შუბლიდან, გაწმენდის დროს ხელი რომ არ შეგიშალოთ. გაიკეთეთ სახეზე კანის გამახურებელი კომპრესი (ბალახების ცხელ (მაგრამ კანი არ უნდა დაგწვათ) ნაყენში დასველებული ნაჭრით). თუ კანი ძალიან მგრძნობიარე და მშრალი გაქვთ, მაშინ საჭიროა ცხიმის (ზეითუნის ზეთის) ნიღბის გაკეთება. აიღეთ ორი ფინჯანი. ერთზე დააყარეთ ჩაის კოვზი "ექსტრა" (თანაც გაცრილი) მარილი, მეორეზე დაასხით ცხელი წყალი, ან 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი. ბამბის ტამპონი გაახვიეთ მარლაში, დაასველეთ წყალში (ან წყალბადის ზეჟანგში), შემდეგ ამოავლეთ მარილში და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ კანი იმ ადგილებში სადაც შავი წერტილები გაქვთ 2-3 წუთის განმავლობაში.

თუ შეიგრძნობთ წვას, მაშინ სახე ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ ცივი წყლით. გააკეთეთ 2-3 დღიანი შესვენება. თუ წვა აღარ გექნებათ, მაშინ პროცედურის გაგრძელება შეგიძლიათ. განმეორებითი წმენდა უნდა ჩატარდეს 2-3 კვირის შემდეგ.

მეთოდი 2

ერთ ჭიქა საპნიან წყალში გახსენით 1/2 ჩაის კოვზი "ექსტრა" მარილი  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს