ეს ფოტოები 10 წლის ინტერვალითაა გადაღებული და წყვილი თითქოს გაახალგაზრდავდა...

ეს ფოტოები 10 წლის ინტერვალითაა გადაღებული და წყვილი თითქოს გაახალგაზრდავდა...

ამ წყვილმა ცოტა ხნის წინ ერთად ყოფნის 10 წლის იუბილე იზეიმა. ვენდი ჯოზეფი და მისი საქმრო დენ ჰენესი ნიუ ჯერსიში დაიბადნენ და კოლეჯიდან იცნობენ ერთმანეთს, ახლა კი მსოფლიოში მოგზაურობენ და ამჟამად კოსტა რიკაში ცხოვრობენ.

ვენდის "ინსტაგრამზე" 100 000-მდე გამომწერი ყავს და მათ რამდენიმე დღის წინ ეს ფოტოკოლაჟი გაუზიარა ასეთი მინაწერით: "10-წლიანი განსხვავება. მარცხნივ ჩვენ 2007 წელს, მარჯვნივ ჩვენ 2017-ში! მაშინ თმა სულ გასწორებული და გაშლილი მქონდა, დენი კი ყოველ მეორე დღეს იპარსავდა წვერს. ახლა კი ფოტოებს სხვადასხვა ქვეყანაში ვიღებთ, საცურაო კოსტიუმებით" - დაწერა ვენდი ჯოზეფმა.

სხვაობა მართლაც შთამბეჭდავია და ფოტოებს უამრავი კომენტარიც მოჰყვა - ამასთან ის 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა მოიწონა და რამდენიმე ათასმა გააზიარა. "ახალგაზრდობის ელექსირს სვამთ?", "ასაკი მომატების ნაცვლად გაკლდებათ?" - წერენ "ინსტაგრამზე" ინტერნეტმომხმარებლები.

ვენდი და დენი ფიტნეს-ინსტრუქტორები და ფიტნეს-კლუბის დამფუძნებლები არიან, ინსტაგრამზეც აქტიურად უწევენ პოპულარიზაციას ჯანსაღი ცხოვრების წესს.

independent.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს