40-იანი წლების ლამაზმანი, რომელიც ჟურნალებისთვის თამამად პოზირებდა - გაიცანით ბეტი ბროსმერი

40-იანი წლების ლამაზმანი, რომელიც ჟურნალებისთვის თამამად პოზირებდა - გაიცანით ბეტი ბროსმერი

ბეტი ბროსმერი 40-50-იანი წლების პირველი ლამაზმანია, რომელიც იმდროინდელ ჟურნალებში თამამად პოზირებდა.

პირველად საზოგადოების წინაშე 13 წლის ასაკში გამოჩნდა, მოიგო 50-ზე მეტი სილამაზის კონკურსი, იპოზიორა ჟურნალების 300-ზე მეტი გარეკანისთვის, ასზე მეტი კალენდრისთვის. ქვეყანაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი იყო.

ის იყო ისეთი ვარსკვლავების წინამორბედი, როგორებიც იყვნენ მერლინ მონრო და ჯეინ მენსფილდი. ბეტის პარამეტრები იყო 96.52/45.72/91.44/

როგორც კი 16 წლის შეუსრულდა, ბროსმერმა ყველაზე პრესტიჟული ტიტულები მოიპოვა, რომელიც კი შეიძლებოდა 50-იანი წლების ლამაზმანს მოეპოვებინა, მათ შორის "მის ტელევიზია", "მის ჯონს ბიჩი", "მის ფიგურა", "მის ცისფერი თვალები".

1961 წლის აპრილში 26 წლის ბეტი დაქორწინდა ცნობილ კულტურისტსა და ბოდიბილდერზე ჯო ვეიდერზე და მის გვარზე გადავიდა.

ამერიკელი სუპერმოდელების დიდმა ნაწილმა შვებით ამოისუნთქა, სამოდელო ბიზნესიდან მიდიოდა ბეტი ბროსმერი, რომელსაც კონკურენციას ვერავინ უწევდა. ბეტიმ მისი ქმრის გამოცემისთვის დაიწყო პოზირება და ხშირად ჩნდებოდა სპორტული ბიკინით.

მოდელს და ჯო ვეიდერს დიდი წვლილი მიუძღვით ქალების კულტურიზმისა და ფიტნესის განვითარებაში. წყვილმა მთელი ცხოვრება ერთად გაატარა და ბოდიბილდინგისა და ფიტნესის შესახებ უამრავი წიგნი გამოსცა.

ბეტი ბროსმერი სხვადასხვა გამოცემისთვის სვეტებს ფიტნესის შესახებ დღემდე წერს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს