ბავშვმა მაღაზიაში 1 300 დოლარის ღირებულების კოსმეტიკა გაანადგურა

ბავშვმა მაღაზიაში 1 300 დოლარის ღირებულების კოსმეტიკა გაანადგურა

ბავშვმა პარფიუმერულ მაღაზიას Sephora 1. 300 დოლარის ზარალი მიაყენა. „ინდეფენდენთის“ ცნობით, მცირეწლოვანი მაღაზიაში შევარდა და ძვირადღირებული პროდუქციით ითამაშა.

განადგურებული კოსმეტიკის ფოტოები „ფეისბუქის“ გვერდზე Extraordinary Life Makeup Artistry განთავსდა, სოციალური ქსელების მომხმარებლები ბავშვის საქციელის გამო აღშფოთებულები არიან.

„მაღაზიაში 1 300 დოლარის ღირებულების თვალის ჩრდილი გაანადგურა პატარა ბავშვმა. როგორც ჩანს, სახატავი საღებავები ეგონა,“ - აღნიშნულია პოსტში.

სოციალური ქსელების მომხმარებლები ბავშვის მშობელს ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ სავაჭრო ცენტრში ყოფნისას ბავშვი უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს