უახლოეს მომავალში პაკისტანს კატასტროფა ემუქრება - ქვეყანა უწყლოდ რჩება

უახლოეს მომავალში პაკისტანს კატასტროფა ემუქრება - ქვეყანა უწყლოდ რჩება

პაკისტანს უახლოეს მომავალში გვალვა ემუქრება. ექსპერტების ვარაუდით, ქვეყანაში უწყლობა საგანგაშო ნიშნულს 2025 წელს მიაღწევს.

პროგნოზი პაკისტანის წყლების რესურსების კვლევის საბჭომ გააკეთა. ორგანიზაციის ინფორმაციით, წყლის რაოდენობამ საგრძნობლად 1990 წელს დაიკლო.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია, მოიძებნოს სასწრაფო გამოსავალი, თუმცა მთავრობას საკმარისი თანხის მოძიება არ შეუძლია.

პაკისტანი წყლის მოხმარების მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხეა, თუმცა დამოკიდებულია ერთადერთ წყაროზე - მდინარე ინდუსზე. ქვეყნის ტერიტორიაზე სულ უფრო იკლებს წვიმის სიხშირე, ექსპერტების აზრით, მიზეზი კლიმატის ცვლილებაა.

პაკიტანის ყველაზე დიდ ქალაქში, კარაჩიში დაახლოებით მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ონკანის წყალი მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი. ათობით ათასი ადამიანი წყლის მისაღებად საათობით დგას რიგში.

წყარო independent.co.uk

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე