აუშვიცელი ტატუს ოსტატის სიყვარულის დაუჯერებელი ამბავი

აუშვიცელი ტატუს ოსტატის სიყვარულის დაუჯერებელი ამბავი

ლელი სოკოლოვი, რომლის რეალური სახელი ლუდვიგ აიზენბერგი იყო, ებრაელების ოჯახში, სლოვაკეთში 1916 წელს დაიბადა. 1942 წელს კი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა.

მან ნაცისტებს ოჯახის წევრების ხელშეუხებლობის სანაცვლოდ საკუთარი თავი შესთავაზა.  

ლელი, რომელიც იდენტიფიცირებული იყო როგორც პატიმარი ნომერი 32407, იძულებული იყო, მძიმე ფიზიკური სამუშაოები შეესრულებინა, ვიდრე ტიფით არ დაავადდა.

ვიდრე ლელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მას ფრანგი მეცნიერი, პეპანი უვლიდა. პეპანი პატიმრების ხელზე ნომრებს ასვირინგებდა, მან საქმე ლელისაც ასწავლა და მალე სოკოლოვი ფრანგი მეცნიერის თანაშემწე გახდა.

ერთ დღესაც პეპანი გაუჩინარდა, ლელი კი აუშვიცის მთავარი ტატუს ოსტატი გახდა.

იმის მიუხედავად, რომ სოკოლოვი ჯერ კიდევ პატიმარი იყო, საკუთარი სტატუსის გამო პრივილეგიებითაც სარგებლობდა - ჰქონდა საკუთარი ოთახი, საჭმლის მეტი პორციები... თუმცა, ლელიმ იცოდა, რომ ნებისმიერ დღეს შეიძლებოდა, მოეკლათ.

1942 წლის ივლისში ლელისთან ნომრის ამოსასვირინგებლად მიიყვანეს ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ცნობილი იყო, როგორც პატიმარი 34902.

ათწლეულების შემდეგ სოკოლოვი იტყვის, რომ გოგონას ნომერი მან "საკუთარ გულში ამოასვირინგა".

ბირკენაუს ბანაკის პატიმარი ქალის სახელი გიტა ფურმანოვა იყო. ლელი ახერხებდა გიტასთვის წერილები გაეგზავნა და მეგობრებთან ერთად საჭმლის დამატებითი პორციებით გამასპინძლებოდა.

სოკოლოვი საკუთარ უპირატესობას ხშირად იყენებდა სხვების დასახმარებლად.

1945 წელს, როდესაც ნაცისტებმა აუშვიციდან პატიმრების გაყვანა დაიწყეს, გიტა უკვალოდ გაუჩინარდა. ამის მიუხედავად, ლელის ყოველთვის სჯეროდა, რომ აუცილებლად იპოვიდა საყვარელ ქალს.

საკონცენტრაციო ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ სოკოლოვი ოჯახში დაბრუნდა, მალე კი ბრატისლავაში ჩავიდა, სადაც ყოფილი პატიმრები იკრიბებოდნენ ჩეხოსლოვაკიაში გასამგზავრებლად.

ლელი ქუჩებში ძალიან დიდ ხანს დადიოდა, ერთხელაც - შუა ქუჩაში, მის წინ ნაცნობი ახალგაზრდა ქალი გაჩერდა. სოკოლოვმა და ფურმანოვამ ერთმანეთი იპოვეს და 1945 წლის ოქტომბერში დაქორწინდნენ.

წყვილი საცხოვრებლად ავსტრალიაში, მელბურნში გადავიდა. 1961 წელს მათ შვილი, გერი შეეძინათ.

როგორ დაიწყო ლელისა და გიტას სიყვარულის ისტორია, რამდენიმე მეგობრის გარდა, გიტას გარდაცვალებამდე არავინ იცოდა. ქალი 2003 წელს გარდაიცვალა. სამი წლის შემდეგ დაიღუპა ლელიც, მანამდე კი საკუთარი სიყვარულის ისტორია ბევრ ადამიანს უამბო.

წყარო .independent.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს