"ბავშვებს ასწავლიან, რომ სექსით უნდა გამოხატონ ღმერთის სიყვარული,"- რა ხდება ცნობილ კულტში

"ბავშვებს ასწავლიან, რომ სექსით უნდა გამოხატონ ღმერთის სიყვარული,"- რა ხდება ცნობილ კულტში

დონ უოტსონი სექსის საერთაშორისო კულტში გაიზარდა, სახელწოდებით "ღმერთის შვილები". ამ კულტის წევრები იყვნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები როუზ მაკგოვანი და ხოაკინ ფენიქსიც.

კულტში დონიც, ისევე როგორც ათასობით სხვა ბავშვი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო ყოველდღიურად, თუმცა მხოლოდ კულტის დატოვების შემდეგ მიხვდა, რომ ძალადობა არ იყო ნორმალური.

"როგორც თქვენ ისწავლეთ მცირე ასაკში, რომ კბილები უნდა გაგეხეხათ, ისე გვასწავლიდნენ ჩვენც, როგორი აუცილებელი იყო სექსი.

გვეუბნებოდნენ, რომ ღმერთი სიყვარულია და ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ სექსით უნდა გამოგვეხატა", - ამბობს დონი.

ბავშვებსა და ზრდასრულებზე კულტში ძალადობენ სექსუალურად, ემოციურად, სულიერად.

"ღმერთის შვილები" დევიდ ბრენდტ ბერგმა კალიფორნიაში, ქალაქ ჰანტინგტონში 1968 წელს დააარსა. 1972 წელს უკვე 130 დაჯგუფება არსებობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - ბრაზილიაშიც, სადაც დონ უოტსონი გაიზარდა.

ბერგი მიმდევრებს არწმუნებდა, რომ ღმერთის კაცი იყო.

"ის საკუთარ შვილებზე ძალადობდა. ბერგი, ვიდრე საკუთარ კულტს ჩამოაყალიბებდა, ეკლესიიდან გამოაგდეს, რადგან სურდა, ბევრი ცოლი ჰყოლოდა. არ იცოდა, როგორ ეცხოვრა ერთ ქალთან ერთად," - ჰყვება დონი.

ბავშვებს მოუწოდებდნენ, მონაწილეობა მიეღოთ სექსუალურ აქტებში, იმის მიუხედავად, რომ ისინი იმდენად პატარები იყვნენ, ვერც კი იაზრებდნენ, რას აკეთებდნენ.

29 წლის დონის თქმით, მისი დედა ვერ აცნობიერებდა, რომ მის შვილზე უფროსი მამაკაცები ძალადობდნენ. კულტში ზრუნავდნენ, ქალები ისე დაესაქმებინათ, რომ სამსახურის გამო შვილებისგან შორს ყოფილიყვნენ.

"გვეკრძალებოდა სწავლა, წიგნების კითხვა. მხოლოდ ის ინფორმაცია უნდა მიგვეღო, რასაც კულტში გვასწავლიდნენ," - იხსენებს დონი.

როდესაც გოგონას 13 წელი შეუსრულდა, მიხვდა, რომ მათი "რელიგია" ნორმალური არ იყო და მისთვის აუცილებელი გახდა, გარესამყარო გაეცნო, კულტს გასცლოდა.

"მათი დატოვება ძალიან ძნელი იყო, საშიში, უამრავი სხვადასხვა ემოცია მქონდა," - აღნიშნავს დონი.

გაქცევის შემდეგ კი თავშესაფარი ამავე კულტის ყოფილ წევრებთან იპოვა.

15 წლისა იყო, როდესაც დედას დაუკავშირდა და აღმოაჩინა, რომ დედას ეპოვა ძალა, კულტისთვის თავი დაეღწია.

"საბოლოოდ, საშუალება მომეცა, სახლში დავბრუნებულიყავი, ეს ახალი ცხოვრების დაწყების შანსი იყო," - ამბობს დონი.

საკუთარი წარსულის შესახებ პირველად 2014 წელს ისაუბრა, ახლა კი საკუთარი გამოცდილებით ცდილობს, დაეხმაროს სხვებს, ვისაც მსგავსი ტრაგიკული ცხოვრება გამოუვლია. დონმა საქველმოქმედო ორგანიზაცია "დონ უოტსონის ინსტიტუტი"დააარსა.

"ახლა მე ამ ყველაფერზე თავისუფლად ვსაუბრობ. ეს მე ვარ და არ მრცხვენია ჩემი წარსულის," - აცხადებს კულტის ყოფილი წევრი.

წყარო http://metro.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს