ძალიან მარტივი მეთოდის წყალობით ქალმა 56 კგ დაიკლო

ძალიან მარტივი მეთოდის წყალობით ქალმა 56 კგ დაიკლო

ყველამ კარგად ვიცით, წონაში კლებისთვის საჭირო ორი აუცილებელი რამ - უნდა ვჭამოთ ნაკლები და ვიმოძრაოთ მეტი. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი გზა, რომელიც წონაში დაკლებაში გვეხმარება - სისტემატურად გადავიღოთ სელფი.

კვლევებმა აჩვენა, რომ პროგრესზე დაკვირვებისთვის ფოტოების გადაღება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რადგან დიეტაზე ყოფნა მოტივაციის გარეშე ძალიან რთულია.

ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც ალიკანტეს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ჩაატარეს, აჩვენებს, რომ დიეტაზე მყოფებისთვის ყოველდღიური სელფის გადაღება საუკეთესო გზაა, წონაში ეფექტურად დაიკლონ.

"ძალიან კარგი მოტივაციაა, როდესაც ხედავ, როგორ ხდები ყოველ დღე უფრო თხელი, ვიდრე იყავი გუშინ," - ამბობენ კვლევის ავტორები.

აღნიშნული მეთოდი არაერთი ადამიანისთვის აღმოჩნდა პრაქტიკული, მათ შორის - ჯასტინ მაკაბესთვის, რომელმაც 56 კგ დაიკლო.

ჯასტინმა წონაში მატება დედისა და ქმრის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე ბევრს ჭამდა და კალორიები მის ფიგურაზეც აისახა.

როდესაც მიხვდა, რომ შეეძლო, საკუთარ თავზე მუშაობა დაეწყო, გადაწყვიტა, პირველი ეტაპი დიეტა და წონაში კლება ყოფილიყო. კალორიების შეზღუდვის პარალელურად ის ყოველ დღე დგებოდა სარკესთან და სელფის იღებდა.

ფოტოებს "ინსტაგრამზე" აქვეყნებდა, სადაც მის ტრანსფორმაციას თვალს 94 ათასზე მეტი მიმდევარი ადევნებდა თვალს. დიეტის პარალელურად კი ჯასტინი დარბაზშიც ვარჯიშობდა.

პირველ 5 თვეში მან 33 კგ. დაიკლო, წონის შემცირების ტემპი მომდევნო თვეებში შედარებით შენელდა, თუმცა ჯასტინი ძალიან ბედნიერია, რომ ახლა ის 56 კგ-თი ნაკლებს იწონის.

წყარო independent.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს