ბავშვი, რომელიც ღამურამ დაკაწრა, ცოფის დიაგნოზით გარდაიცვალა

ბავშვი, რომელიც ღამურამ დაკაწრა, ცოფის დიაგნოზით გარდაიცვალა

6 წლის ფლორიდელი ბიჭი ცოფის დიაგნოზით გარდაიცვალა, დაავადება მას ინფიცირებული ღამურასთან კონტაქტის შედეგად გადაედო.

რაიკერ როქის მამის თქმით, ბიჭი კვირას ღამით ორლანდოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჰენრი როქი ჰყვება, რომ სახლში დაავადებული ღამურა იპოვა, ჩააგდო ნაგვის ურნაში და შვილს უთხრა, არ შეხებოდა, თუმცა ბავშვმა ურნიდან ამოყვანა სცადა და ღამურამ დაკაწრა.

ჰენრის თქმით, ნაკაწრი მობანა, თუმცა საავადმყოფოში არ წაიყვანა, რადგან ბავშვს ნემსის გაკეთების ეშინოდა.

1 კვირის შემდეგ რაიკერმა თითების მოძრაობა ვეღარ შეძლო, ძლიერი თავის ტკივილით მშობლებმა ის საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ცოფის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ დაავადება ფატალურად სრულდება, თუმცა სიმპტომების გამოვლენამდე ვაქცინაციით დაავადების პრევენცია თითქმის ყოველთვის შესაძლებელია.

წყარო independent.co.uk

როგორები იქნებოდნენ პოპულარული ადამიანები საპირისპირო სქესი რომ ჰქონდეთ - სახალისო ფოტოები სოციალური ქსელებიდან

სად წავიდეთ შაბათ-კვირას, როცა გვცხელა - ულამაზესი ადგილები თბილისთან ახლოს, სადაც ოჯახთან ერთად იაფად დაისვენებთ

როგორ გამოიყურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სასწავლებლის პირველი ფოტოები გავრცელდა