მოსამართლე ქვლივიძეზე: "რა თქმა უნდა ბრალდებულს კარგი წარსული აქვს, მაგრამ მისი პიროვნება მხოლოდ წარსული არ არის"

 მოსამართლე ქვლივიძეზე: "რა თქმა უნდა ბრალდებულს კარგი წარსული აქვს, მაგრამ მისი პიროვნება მხოლოდ წარსული არ არის"

"რა თქმა უნდა ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს კარგი წარსული აქვს, მაგრამ მისი პიროვნება მხოლოდ წარსული არ არის" - ამის შესახებ მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა კლუბ "ბასიანთან" პოლიციელისა და დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა.

მოსამართლის განცხადებით, ის ბრალდებულის მოქმედებას კანონმორჩილი მოქალაქის ქმედებად ვერ შეაფასებს.

"როდესაც პიროვნებას ვაფასებ, ბევრ რამეს ვაქცევ ყურადღებას, მათ შორის მეგობრებს. პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ კარგად არ გახასიათებდნენ. თქვენი მოქმედება მოჰყვა უარის მიღებას. სისხლის გუბეები იდგა იქ და გირაო დაუსაბუთებელი კი არა არათანმიმდევრულია ", - განაცხადა მოსამართლემ.

სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეუფარდა. ქვლივიძე დარბაზშივე დააპატიმრეს.

წაიკითხეთ: რა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელმაც 3 პირის დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ