"გარაჟების" დემონტაჟის იდეა შეიძლება, გაცოცხლდეს

"გარაჟების" დემონტაჟის იდეა შეიძლება, გაცოცხლდეს

დედაქალაქში ავტომობილების პარკირების პრობლემა ძალიან მწვავეა.

ვითარება ყოველწლიურად უარესდება და ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი ხდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საცხოვრებელ ზონებში ვითარებას აუარესებს უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხებიც. დღესდღეობით "გარაჟების" დაახლოებით 80% მანქანების გასაჩერებლად არ გამოიყენება და მათი უმრავლესობა უვარგისი ნივთების საწყობადაა ქცეული. ამიტომ შესაძლოა, სამომავლოდ გამოუყენებელი ავტოფარეხების დემონტაჟის საკითხი კვლავ გაცოცხლდეს.

საქმე ისაა, რომ "გარაჟების" ფიქტიური მფლობელები საკუთარ ავტომობილებს ფარეხებში ვერ აჩერებენ იმის გამო, რომ შეიძლება, დილით ვეღარც მოახერხონ მათი გამოყენება (დიდია ალბათობა, რომ ავტოფარეხის კართან სხვა მძღოლი მიაყენებს ტრანსპორტს). ამიტომ მათი კუთვნილი მანქანები სულ სხვა ადგილას, ქუჩაში ან კორპუსის ეზოებშია გაჩერებული. გამოდის, რომ ადამიანი ასე ორ საპარკინგე ადგილს იკავებს.

ასეთ ვითარებაში რამდენად შესაძლებელია უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟის თემის კიდევ ერთხელ წამოწევა? ურბანისტები და მენაშენეთა ასოციაცია ხისტად საკითხის გადაწყვეტას არ ემხრობიან, მაგრამ პრობლემის მოგვარებისთვის მერიისგან დახმარებას ითხოვენ.

მენაშენეთა ასოციაცია კახა კალაძეს დედაქალაქში ავტომობილების პარკინგის პრობლემის კომპლექსური მოგვარების საკუთარ ხედვას სთავაზობს. "რეზონანსთან" საუბრისას ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი ავტოფარეხების დემონტაჟს ეწინააღმდეგებიან, თუმცა პრობლემის მოგვარების კუთხით რეკომენდაციების გამოქვეყნებას იწყებენ და პროფესიონალებს ამ პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

განაგრძეთ კითხვა

ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობის წერილს აქვეყნებს

საპატრულო პოლიციის წინასაახალწლო საჩუქარი წიკლაურების მრავალშვილიან ოჯახს (ფოტო)

რა ცვლილებები იგეგმება 2020 წელს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში